“OPEC +”-ის ყველა ქვეყანას არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს ნავთობის მოპოვება საინვესტიციო ციკლის ხანგრძლივობის გამო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბის “ვალდაის” შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
მან შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში ჯერ კიდევ პანდემიამდე შემცირდა და შესაძლოა არ იყოს საკმარისი ნავთობი. ”2012-2016 წლებში ინვესტიციები ნავთობის მოპოვებაში შეადგენდა დაახლოებით 400 მილიარდ აშშ დოლარს წელიწადში, ხოლო ბოლო წლებში, ჯერ კიდევ პანდემიის წინა პერიოდში ისინი 40%-ით შემცირდა და ახლა შეადგენს 260 მილიარდ აშშ დოლარს, ეს კი არის ციკლი 15-დან 30 წლამდე“, – აღნიშნა მან.
პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „პოლიტიკური ციკლები წამყვან ეკონომიკებში არ ემთხვევა საინვესტიციო ციკლებს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიაში, როგორიცაა ენერგეტიკა“.
“დღესაც კი “‘OPEC +”-ის ქვეყნები ზრდიან მოპოვების მოცულობას იმაზე მეტად, ვიდრე შეთანხმდნენ. მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, ნავთობის მომპოვებელ ყველა ქვეყანას არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს მოპოვება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, (ინვესტიციების) ციკლი დიდია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.