Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 25 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემციირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 97,93 (- 1,15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,59  (- 1,22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლიზ ტრასი რუსეთის ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კვირას განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას, კერძოდ, მისი გაზისა და ნავთობის მარაგებზე წვდომის შეზღუდვას. „საქმე ამით არ სრულდება,“ უთხრა ტრასმა Times Radio-ს. „დღეს ‘დიდ შვიდეულში’ პარტნიორებს ვხვდები და შეხვედრაზე მოვითხოვ, გავამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ ზომები, მათ შორის – რუსეთის ნავთობსა და გაზზე წვდომა,“ თქვა ტრასმა. იგულისხმება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე ...

Read More »

ბრიტანეთის მთავრობამ BP-ის „როსნეფტში“ წილის გაყიდვა მოთხოვა

BP ბრიტანელი პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ არის, რომ რუსულ ენერგეტიკულ ჯგუფ „როსნეფტში“თავისი წილი გაყიდოს და მასთან კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ The Financial Times წერს. გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის დეპარტამენტის მდივანმა, კვასი კვარტენგმა BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლუნი ე.წ. კრიზისულ თათბირზე მას შემდეგ დაიბარა, რაც კომპანიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „როსნეფტის“ წილის გაყიდვა მოთხოვეს. ბიზნესმდივანმა „როსნეფტში“ BP-ის ჩართულობით შეშფოთება გამოთქვა და ბერნარდ ლუნის მოსთხოვა, გაემართა ...

Read More »

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, – აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. განცხადებაში დამატებითი დეტალები თავდაცვითი აღჭურვილობის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ეროვნული თავდაცვის საბჭო ასევე დასთანხმდა რუსების ფინანსური აქტივების გაყინვას და გამოაცხადა ზომები „რუსული მედიის პროპაგანდის ...

Read More »

უკრაინა რუსულ ნავთობზე გლობალური ემბარგოს დაწესებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. “მსოფლიოსგან მოვითხოვ, მთლიანად მოახდინოს რუსეთის იზოლაცია, განდევნოს ელჩები, დაწესდეს ნავთობის ემბარგო, გაანადგუროს მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები!”, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. ჯერჯერობით დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს არ შეხებია.

Read More »

ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში. რუსული ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 106 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5,42 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 106,22 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,5 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,6  მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,5 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,6 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,7 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ორმაგი დარტყმა – საწვავის ბაზარი ფასების მკვეთრი ცვლილებისთვის ემზადება

ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. გარდა იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საწვავის გაძვირება გამოიწვია, ლარის მკვეთრად კატასტროფულად უფასურდება, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის დიდი წნეხია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს,  ბაზარი შოკურ სიტუაციაშია. ,,ორი ცუდი ამბავი მოხდა ერთდროულად: ერთი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები ,,გაფრინდა“ და საქართველოში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, აქედან დასკვნის გაკეთება, რომ ფასები გაიზრდება ყველაფერზე და მათ შორის, ნავთობპროდუქტებზე, ...

Read More »
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

ერაყი და ნიგერია ვერ ხედავენ ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ერაყი და ნიგერია, რომლებიც OPEC-ის წევრები არიან, ვერ ხედავენ ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომლის ღირებულება 100 დოლარს უახლოვდება ბარელზე უკრაინის გარშემო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე. “მოთხოვნილება და მიწოდება სანავთობო ბაზარზე დღეისათვის დაბალანსებულია”, – განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა იჰსან აბდულ ჯაბარმა დოჰაში გამართული გაზის სამიტის ფარგლებში. მინისტრის თქმით, “OPEC +”-ის ქვეყნები მარტის შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მოპოვების შემდგომ ოდენობასთან ...

Read More »