გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,5 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 0,6 მილიონი ბარელით და შეადგინა 246,5 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,6 მილიონი ბარელით და შეადგინა 119,7 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი ბარელით და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.