რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ორმაგი დარტყმა – საწვავის ბაზარი ფასების მკვეთრი ცვლილებისთვის ემზადება

ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. გარდა იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საწვავის გაძვირება გამოიწვია, ლარის მკვეთრად კატასტროფულად უფასურდება, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის დიდი წნეხია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს,  ბაზარი შოკურ სიტუაციაშია.

,,ორი ცუდი ამბავი მოხდა ერთდროულად: ერთი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები ,,გაფრინდა“ და საქართველოში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, აქედან დასკვნის გაკეთება, რომ ფასები გაიზრდება ყველაფერზე და მათ შორის, ნავთობპროდუქტებზე, ადვილად მისახვედრია. საერთაშორისო ბაზრებზეც, გარდა ნავთობპროდუქტებისა, ყველა დასახელების საქონელი გაძვირდება. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთულ ვითარებას ქმნის, რადგან არ ვიცით, არ ვიცით, სანამდე მივა ეს  ნიშნული – რამდენით გაუფასურდება ლარი და რამდენით გაძვირდება ნავთობპროდუქტები, ერთ-ორ დღეში  შეიძლება ვერ გამოჩნდეს. თუმცა სიტუაცია თუ უცვლელი დარჩა, ფასების მკვეთრი ზრდა გველის“, – ამბობს იაკობიძე.

მისი თქმით,  აქციზის განაკვეთის შემცირება შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ბერკეტი, რაც გაზრდილი ფასების ტვირთს შეამსუბუქებს.

,,აქციზის გადასახადის შემცირების ყველა პირობა შეიქმნა. უკვე არჩევანიც არ გვაქვს, რადგან შოკური სიტუაციაა. სანამ ხალხი არ გამოვა ამ სტრესიდან, კურსის დაბლა ჩამოსვლა ძბელად სავარაუდოა. საქართველოში ისედაც არ არის კარგი მატერიალური მდგომარეობა და ფასების ზრდა არასაისამოვნოა ყველასთვის, მოსახლეობას მძიმე პერიოდის გავლა მოუწევს“, – დასძენს იაკობიძე ,,კომერსანტთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრას გრივნასა და რუბლთან ერთად ლარის მკვეთრი გაუფასურებაც მოჰყვა. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 16:00-ზე 3.15-ს მიაღწია.

რაც შეეხბეა კომერციულ ბანკებებს, თიბისი ბანკში ლარი 3.2200 ივაჭრება ხოლო, საქართველოს ბანკში 3.2000 ლარად.

გარდა ამისა,  მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა და 1 ბარელზე 104 დოლარი შეადგინა

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply