უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა.
“მსოფლიოსგან მოვითხოვ, მთლიანად მოახდინოს რუსეთის იზოლაცია, განდევნოს ელჩები, დაწესდეს ნავთობის ემბარგო, გაანადგუროს მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები!”, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
ჯერჯერობით დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს არ შეხებია.