“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ერაყი და ნიგერია, რომლებიც OPEC-ის წევრები არიან, ვერ ხედავენ ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომლის ღირებულება 100 დოლარს უახლოვდება ბარელზე უკრაინის გარშემო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.
“მოთხოვნილება და მიწოდება სანავთობო ბაზარზე დღეისათვის დაბალანსებულია”, – განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა იჰსან აბდულ ჯაბარმა დოჰაში გამართული გაზის სამიტის ფარგლებში.
მინისტრის თქმით, “OPEC +”-ის ქვეყნები მარტის შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მოპოვების შემდგომ ოდენობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს The Wall Street Journal.
ამავდროულად, ნიგერიის ნავთობის მინისტრმა ტიმიპრე სილვამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება და შეთანხმების მიღწევა ბაზარს შვებას მოუტანს. „ჩვენ ველოდებით, რომ ირანთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოპოვების მსოფლიო ოდენობა გაიზრდება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა გაზრდის წარმოებას“, – განაცხადა მინისტრმა.