Tag Archives: #რუსეთი

Nord Stream 2-ის შეჩერების პასუხად, რუსეთმა ევროპას შესაძლოა, გაზის ფასი გაუორმაგოს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის ფასი შეიძლება გაორმაგდეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირება შეაჩერა. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში!”, – მედვედევმა ეს განცხადება Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა. Bloomberg-ის გამოთვლებით, ...

Read More »

კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.

Read More »

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის მატების გამო, ბიტკოინის ფასი დაეცა

სამშაბათს, CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 36,649 დოლარი იყო. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი, მისი ღირებულება თითქმის 6.5%-ით დაეცა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი შაბათ-კვირას $40,000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე განაგრძო ვარდნა. Ethereum-ი – მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა, ბოლო 24 საათში 8%-ით, 2 520 დოლარმდე დაეცა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა მალე არ დასტაბილურდეს. “ბიტკოინი უნებლიე მონაწილეა ...

Read More »

“როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით

ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, “როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო  უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ...

Read More »

დონბასის აღიარების საპასუხოდ გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიკაცია შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მთავრობას – შეჩერდეს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. ოლაფ შოლცის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებელია მთელი პროცესის გადააზრება და ამ ვითარებაში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი ვერ გაგრძელდება. ამასთანავე შოლცის თქმით, გერმანიამ ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად განიხილა სანქციების პაკეტები და მის შესახებ დღის ბოლომდე ერთობლივ ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს, –  სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაზსადენის სერტიფიცირება მაშინ გაჩერდება. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის სანქციების ნაწილი“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ...

Read More »

სანქციების საფრთხის გამო, ევროპასა და აზიაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე თავს იკავებენ

აზიასა და ევროპაში რუსული ნავთობის მყიდველები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინის ირგვლივ შესაძლო ესკალაციის გამო, იწყებენ თავიანთი გეგმების გადახედვას და ლოტების შესყიდვის გადადებას, იმის შიშით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სანქციების ხაფანგში მოხვდებიან. რუსული ნავთობის Urals, ფასი ევროპაში მკვეთრად დაეცა სხვა ბრენდებთან შედარებით და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შემცირებას მიაღწია: თითოეული ბარელი Brent-ზე თითქმის 4 დოლარით ნაკლები ღირს. წლის დასაწყისში საპირისპირო ...

Read More »

ევროპის ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე

8 თებერვალს, ევროკავშირის ენერგომომარაგების სააგენტომ ACER-მა დაასახელა მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპაში რუსეთის ენერგორესურსებზე ყველაზე დამოკიდებულ ქვეყნებად. ამის შესახებ სააგენტო Regnum-ი წერს. ACER-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონია რუსულ გაზზე 100%-ით არის დამოკიდებული, სერბეთი 89%-ით, ბულგარეთი 77%-ით, სლოვენია 51%-ით. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულებით ფინეთი გამოირჩევა, დამოკიდებულების მინიმალური დონე საფრანგეთს მიეკუთვნება – 24%. ამასთან, ადრე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამოაცხადეს ...

Read More »

ბაიდენმა და ჯონსონმა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდეს

დასავლელი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანი რუსული საფრთხის წინაშე, მათ შორის სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის დაწესება რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრისას გაცხადდა. უკრაინაში ესკალაციის თემა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო . მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების “ფანჯარა” ჯერ კიდევ არსებობს. ამავდროულად, ბაიდენმა და ჯონსონმა ხაზგასმით ...

Read More »

ავსტრია ევროკავშირის სანქციების პაკეტში Nord Stream 2-ის დამატებას ეწინააღმდეგება

ავსტრია ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქციების პაკეტში დამატებას, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში აპირებს. გაზსადენზე სანქციის დაწესების, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომაზე მსჯელობა აზრსმოკლებულად მიმაჩნია, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა. მიუხედავად ოპოზიციისა, ვენა გაზსადენისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირში არსებულ „კონსენსუსს მხარს დაუჭერს“, – ამბობს შალენბერგი სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში. 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში ეკონომიკური სანქციების ...

Read More »