8 თებერვალს, ევროკავშირის ენერგომომარაგების სააგენტომ ACER-მა დაასახელა მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპაში რუსეთის ენერგორესურსებზე ყველაზე დამოკიდებულ ქვეყნებად. ამის შესახებ სააგენტო Regnum-ი წერს.
ACER-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონია რუსულ გაზზე 100%-ით არის დამოკიდებული, სერბეთი 89%-ით, ბულგარეთი 77%-ით, სლოვენია 51%-ით.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულებით ფინეთი გამოირჩევა, დამოკიდებულების მინიმალური დონე საფრანგეთს მიეკუთვნება – 24%.
ამასთან, ადრე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა შეემცირებინათ დამოკიდებულება რუსულ გაზზე საბერძნეთთან გაზსადენის მიერთებით.
წყარო: bfm.ge