სამშაბათს, CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 36,649 დოლარი იყო. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი, მისი ღირებულება თითქმის 6.5%-ით დაეცა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი შაბათ-კვირას $40,000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე განაგრძო ვარდნა.
Ethereum-ი – მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა, ბოლო 24 საათში 8%-ით, 2 520 დოლარმდე დაეცა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა მალე არ დასტაბილურდეს.
“ბიტკოინი უნებლიე მონაწილეა იმ ცვალებადობაში, რომელიც აზიანებს ყველა სარისკო აქტივს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო”, – წერს ედვარდ მოია, OANDA-ს ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი.