სანქციების საფრთხის გამო, ევროპასა და აზიაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე თავს იკავებენ

აზიასა და ევროპაში რუსული ნავთობის მყიდველები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინის ირგვლივ შესაძლო ესკალაციის გამო, იწყებენ თავიანთი გეგმების გადახედვას და ლოტების შესყიდვის გადადებას, იმის შიშით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სანქციების ხაფანგში მოხვდებიან.

რუსული ნავთობის Urals, ფასი ევროპაში მკვეთრად დაეცა სხვა ბრენდებთან შედარებით და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შემცირებას მიაღწია: თითოეული ბარელი Brent-ზე თითქმის 4 დოლარით ნაკლები ღირს.

წლის დასაწყისში საპირისპირო ვითარება იყო, მაგრამ თებერვალში, როდესაც რუსეთმა თავისი სახმელეთო ჯარის ნახევარი განალაგა უკრაინის საზღვართან და დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დიპლომატების და მოქალაქეების ევაკუაცია ქვეყნიდან, შემდეგი ციტატების გაჟღერება დაიიწყო:

„ტრეიდერებს ეჭვი ეპარებათ ღირს თუ არა “ურალსთან” საქმის დაჭერა გაურკვევლობის გამო. ამიტომ, “ურალი” სხვებთან შედარებით „მნიშვნელოვნად სუსტად გამოიყურება“, – თქვა უორენ პატერსონმა, ING-ის საქონლის საკითხებში მთავარმა სტრატეგმა.

ევროპა რჩება რუსული ნავთობის მთავარ ბაზარად, რომელიც იღებს დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელს დღეში, მაგრამ აზიაშიც კი მყიდველები სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რაც ხდება.

ნავთობის მოვაჭრეები შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებმაც იყიდეს რუსული ESPO და Sokol, სულ უფრო წუხან, რომ ისინი დაზარალდებიან სავაჭრო შეზღუდვებით, თუ რუსეთი სანქციების ქვეშ იქნება. მოვაჭრეების თქმით, ბაზრის მონაწილეები იწყებენ გადახედონ რუსეთიდან აპრილის შესყიდვის გეგმებს, ალტერნატივად აირჩიონ საუდის არაბეთის ნავთობი ან არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ევროპაში რამდენიმე მყიდველმა განაცხადა, რომ მათ ასევე ურჩევნიათ დაელოდონ უკრაინასთან სიტუაციის შედეგს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply