დასავლელი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანი რუსული საფრთხის წინაშე, მათ შორის სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის დაწესება რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრისას გაცხადდა.
უკრაინაში ესკალაციის თემა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო . მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების “ფანჯარა” ჯერ კიდევ არსებობს.
ამავდროულად, ბაიდენმა და ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „უკრაინაში ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს რუსეთისთვის გაჭიანურებულ კრიზისს, რომელსაც ზიანი ექნება როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“.
“მათ ასევე დაადასტურეს ევროპის ქვეყნების აუცილებლობა, შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნაბიჯი, რომელიც, ყველა სხვაზე მეტად, დაარტყამს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს,” – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის ოფისში მოლაპარაკების დასრულების შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი ბაიდენი შეთანხმდნენ დარჩნენ მჭიდრო კონტაქტზე.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გერმანიას სჭირდება გაზარდოს ქვეყანაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის დონე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამის მიღწევა ასევე შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით და დასძინა, რომ გერმანია ხელს უწყობს მწვანე წყალბადის წარმოებას და იმპორტს.
წყარო: bfm.ge