რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის ფასი შეიძლება გაორმაგდეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში!”, – მედვედევმა ეს განცხადება Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა.
Bloomberg-ის გამოთვლებით, გუშინ ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირდა.
გუშინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.
წყარო: “ბისზნესფორმულა”