“როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით

ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, “როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით.

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო  უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

„როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

შესაბამისი განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში” ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.

“ჯო ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში.

ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply