Tag Archives: #რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა „ცუდი გარიგებაა“. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, გაზსადენის თემა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს. „ცხადია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა იქნება განხილვის საგანი და აშშ-ის შეხედულებით ეს ცუდი გარიგებაა და ის აერთიანებს გლობალურ თემებს. ვერ გეტყვით ...

Read More »
ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ფინეთი თანდათან ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვას

ფინეთი თანდათან ამცირებს რუსული “ურალის” ნავთობის შესყიდვას მწვანე ენერგიაზე გადასვლის გეგმის გამო. 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით რუსეთში “ურალის” ნავთობის იმპორტი ფინეთში მეოთხედით შემცირდა და 2.1 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო აპრილში – 0.4 მილიონი ტონა, იუწყება Trend ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. გასული წლის აპრილში იგივე მაჩვენებელი 1,1 მილიონს შეადგენდა. გემის მიხედვით, ფინეთმა უკვე 2020 წლიდან დაიწყო  რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირება.

Read More »
,,გაზპრომი" 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ნიდერლანდების უდიდესმა მომწოდებელმა TTF-მა გაზზე ფასი ათას კუბურ მეტრზე  450 დოლარამდე გაზარდა. Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზარდა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. მაკოგონმა აღნიშნა, რუსული “გაზპრომი” ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას განზრახ აჩერებს. Financial Times-ის ცნობით, “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 3,7%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 3,7%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 254,93 მილიონი ტონა. საშუალო დღე-ღამური მოპოვება 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.32 მილიონი ბარელის ოდენობით. 2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა მოიპოვა 42,64 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,7%-ით მეტია 2020 წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან ...

Read More »

აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლიც ხელს შეუშლის Nord Stream 2-ის სანქციების შეჩერებას

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის Nord Stream 2–ის ოპერატორის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების პოლიტიკაში ხელის შეშლას. აღნიშნულს მოწმობს კენჭისყრის შედეგები. შესწორება შეთავაზებულ იქნა კონგრესის დემოკრატ წევრის – მერსი კაპურის მიერ ოჰაიოდან, შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2 ითვალისწინებს ორი გაზსადენის მშენებლობას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

“ბალტიის მილსადენის”, რომელიც პოლონეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს, მშენებლობა დაიწყო

პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორმა ბალტიის ზღვის ფსკერზე “ბალტიის მილსადენის” საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ”27 ივნისს, გემმა Castorone-მ, რომელიც პასუხისმგებელია გაზსადენების საზღვაო მონაკვეთზე პოლონეთსა და დანიას შორის, დაიწყო “ბალტიის მილსადენის” გაყვანა ბალტიის ზღვაში”, – განაცხადა კომპანიამ და აღნიშნა, რომ მშენებლობა დაიწყო დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს. ”Castorone თანდათანობით იმოძრავებს გაზსადენის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში. ”ამ წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ ...

Read More »
TANAP-ის გაზსადენი შეიძლება იყოს კოზირი, ანკარის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პროცესში

ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტი, Nord Stream 2-ის საუკეთესო ალტერნატივა

ნიგერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ევროპაში საკუთარი მილსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ Premium Times-ზე დაყრდნობით იუწყება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ის რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პირდაპირი კონკურენტი გახდება. ნიგერიაში დღეს არსებული გაზსადენი ალჟირის მილსადენს უნდა დაუკავშირდეს, რის შემდეგ ევროპაში ნიგერიული ბუნებრივი აირის მიწოდება გახდება შესაძლებელი. პროექტის მიხედვით, ტრანს-საჰარის გაზსადენის სიგრძე 4,4 ათას კმ-ს შეადგენს, პროექტის ფასი 13 მლრდ ...

Read More »

რა უჯდება საქართველოს რუსული დენი – კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებული ენერგოდამოუკიდებლობა

რა უჯდება რუსული დენი საქართველოს? რამდენად ვყიდულობთ რუსეთისგან ელექტროენერგიას? როგორ შევადაროთ იმპორტიორების ფასები? ვის ჯიბეში მიდის საქართველოს მოქალაქეებისგან ამოღებული მილიონები? რა დოზით შემოვიდა რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში? რის დამალვას ითხოვს ინტერ რაო სახელმწიფოსგან? და რაც მთავარია – რა დოზით ისრულებს რუსეთი თავის ოცნებას, არ დაუშვას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა? ყველა სახელმწიფო უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შედის, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს ...

Read More »

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე – გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის, არმინ ლაშეტის განცხადებით, გერმანიას მოსკოვიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება შეუძლია, თუ რუსეთი დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და პროექტს უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენებს. მისი თქმით, გერმანიას ყოველთვის შეუძლია, შეაჩეროს ეს პროექტი, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ იქნება მიმართული. არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად განიხილება. იგივე პოზიცია აქვს კანცლერობის კიდევ ერთ კანდიდატს, ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს. ...

Read More »