აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის Nord Stream 2–ის ოპერატორის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების პოლიტიკაში ხელის შეშლას. აღნიშნულს მოწმობს კენჭისყრის შედეგები.
შესწორება შეთავაზებულ იქნა კონგრესის დემოკრატ წევრის – მერსი კაპურის მიერ ოჰაიოდან,
შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2 ითვალისწინებს ორი გაზსადენის მშენებლობას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია წელიწადში და მას ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – “გაზპრომთან” ერთად. Nord Stream 2 95% უკვე დასრულებულია.
ნინო სამადაშვილი