TANAP-ის გაზსადენი შეიძლება იყოს კოზირი, ანკარის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პროცესში

ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტი, Nord Stream 2-ის საუკეთესო ალტერნატივა

ნიგერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ევროპაში საკუთარი მილსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ Premium Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ის რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პირდაპირი კონკურენტი გახდება. ნიგერიაში დღეს არსებული გაზსადენი ალჟირის მილსადენს უნდა დაუკავშირდეს, რის შემდეგ ევროპაში ნიგერიული ბუნებრივი აირის მიწოდება გახდება შესაძლებელი.

პროექტის მიხედვით, ტრანს-საჰარის გაზსადენის სიგრძე 4,4 ათას კმ-ს შეადგენს, პროექტის ფასი 13 მლრდ აშშ დოლარია. მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება. მილის გამტარიანობა წელიწადში 30 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

პროექტის განხორციელებას რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური მდგომარეობა აფერხებს. ნიგერიის და ნიგერიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნიან.

Leave a Reply