“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 3,7%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 254,93 მილიონი ტონა.
საშუალო დღე-ღამური მოპოვება 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.32 მილიონი ბარელის ოდენობით.
2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა მოიპოვა 42,64 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,7%-ით მეტია 2020 წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
საშუალო დღიური მოპოვება ივნისის თვეში დაფიქსირდა 10,42 მილიონი ბარელის ოდენობით.