Tag Archives: #ნავთობკომპანიები

2015 წლის შემდეგ პირველად ევროპაში აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჩავიდა

ტანკერმა Solana-მ 2 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის ნაწილი ესპანეთში, ბილბაოს პორტში ჩამოტვირთა, დარჩენილი ნაწილი კი გერმანიაში (ვილჰელმსჰაფენში) და ნიდერლანდებში (როტერდამში). ტანკერი Solana მექსიკის ყურეში, მცირე გემებიდან დაიტვირთა აშშ-ის ნავთობით. როგორც წესი, ევროპაში აშშ-დან ნედლი ნავთობი მცირე, 600 ათასიდან 1 მლნ ბარელამდე ტევადობის გემებით გადაიზიდება, 2 მლნ ბარელიანი სუპერტანკერები კი გრძელ მარშრუტებზე, მაგალითად, აშშ-სა და აზიას შორის გამოიყენება, მაგრამ რამდენადაც უკრაინაში ...

Read More »
მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომის გამო, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა 2024 წლამდეა მოსალოდნელი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო სურსათსა და ენერგომატარებლებზე უფრო მაღალი ფასების წინაშე აღმოჩნდება, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს ზომიერი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციასთან ერთად. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბანკმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში 1973 წლიდან მოყოლებული ენერგორესურსებზე ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც 2008 წლიდან საკვებისა და სასუქების ფასების ...

Read More »

საპროტესტო აქციების გამო ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაიბლოკა

ლიბიაში ნავთობის უმსხვილესი საბადოები დაბლოკილ იქნა აქციის მონაწილეების მიერ, რომლებიც მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ აბდელა ჰამიდა დბეიბას გადადგომას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. თავად აბდელ ჰამიდ დბეიბა გადადგომაზე უარს ამბობს. საპროტესტო აქციების შედეგად დროებით დაიხურა აშ-შარარას, ელ-ფილის და კიდევ რიგი სხვა უმსხვილესი საბადოები დასავლეთ ლიბიაში. ამის გამო ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,3 მილიონი ბარელიდან 500 ათას ბარელამდე/დღეში. თუმცა, ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა

2022 წლის 26 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.40 (+1.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.55 (+1.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პროექტში „სახალინ-2“, Shell-ის წილის ყიდვას ჩინეთი გეგმავს – იაპონია წინააღმდეგია

იაპონია შეშფოთებულია „სახალინ-2“-ის პროექტში ნავთობისა და გაზის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული ჩინეთის გეგმებით იაპონია აკვირდება ვითარებას Sakhalin-2 ნავთობისა და გაზის პროექტის გარშემო და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მიერ მასში ბრიტანული კორპორაცია Shell-ის წილის შესაძლო შესყიდვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს 22 აპრილს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ განუცხადა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას,” – თქვა მან. მისი თქმით, იაპონიის პროექტიდან გასვლა არ ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

„როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, – აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად ...

Read More »

არაბეთის გაერთიანებული საემიროები ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად აგზავნის ნავთობს ევროპაში

საფრანგეთის TotalEnergies-ის გადამზიდავმა ერთეულმა აბუ დაბის ნედლი ნავთობის ჩასატვირთად ტანკერი დაიქირავა, რომელიც მაისის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ევროპაში ნავთობს პირველად შეიტანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, აბუ დაბის Das-ის მარკის ნედლი ნავთობი ბოლოს 2020 წლის მაისში იტალიისთვის ჩაიტვირთა. მაისის თვის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ დაქირავებული ტანკერი 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული გაემართება დიდი ბრიტანეთისაკენ. ტანკერის სახელწოდებაა Moscow ...

Read More »

დმიტრო კულება – მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომის დანაშაულებები, პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ

მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომის დანაშაულებები, პირველ ყოვლისა, მათ პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი და ყველამ უნდა შეწყვიტოს მისი ყიდვა. „საკმარისად მოვისმინეთ მიზეზები და სანახევრო სანქციები მაშინ, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ. რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხზე დაწესების შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ ინტერვიუში გააკეთა. „რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფები იქნებოდა მნიშვნელოვანი, რათა პუტინზე ზეწოლა მოვახდინოთ და ის მოლაპარაკებები მაგიდასთან დავსვათ, მაგრამ დღეს ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს“, – განაცხადა ...

Read More »

ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო

ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება. მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც აგრძელებს ნავთობის ბაზრის განადგურებას, – ამის შესახებ Bloomberg წერს. სვენ მალჰოლტის, საწვავის მიმწოდებლის Monjasa Group-ის მთავარი ხელმძღვანელის თქმით, გემები, რომლებიც ომამდე ბალტიის რეგიონში დაბალი გოგირდის საწვავით ავსებდნენ მარაგს, ახლა სულ უფრო და უფრო მიდიან ჰოლანდიურ-ბელგიის კერაში დამატებითი მარაგისთვის. ეს ამკაცრებს ბაზარს და ქმნის დომინოს ეფექტს დანარჩენი ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის. თუმცა, ...

Read More »