2015 წლის შემდეგ პირველად ევროპაში აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჩავიდა

ტანკერმა Solana-მ 2 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის ნაწილი ესპანეთში, ბილბაოს პორტში ჩამოტვირთა, დარჩენილი ნაწილი კი გერმანიაში (ვილჰელმსჰაფენში) და ნიდერლანდებში (როტერდამში).

ტანკერი Solana მექსიკის ყურეში, მცირე გემებიდან დაიტვირთა აშშ-ის ნავთობით. როგორც წესი, ევროპაში აშშ-დან ნედლი ნავთობი მცირე, 600 ათასიდან 1 მლნ ბარელამდე ტევადობის გემებით გადაიზიდება, 2 მლნ ბარელიანი სუპერტანკერები კი გრძელ მარშრუტებზე, მაგალითად, აშშ-სა და აზიას შორის გამოიყენება, მაგრამ რამდენადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპელი მყიდველები სულ უფრო მეტად ერიდებიან რუსულ ნავთობს, ხარვეზის შესავსებად აშშ-დან მიწოდების მოცულობის გაზრდა გახდა.

წელს ამერიკიდან ევროპაში უკვე ოთხმა სუპერტანკერმა გადაიტანა ნედლი ნავთობი, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი სუპერტანკერით ნავთობის გადატანის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. წელს პირველად, 2015 წლის დეკემბერში ვაშინგტონის მიერ ნავთობის ექსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი შევიდა ევროპის პორტში, – წერს Bloomberg.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply