პროექტში „სახალინ-2“, Shell-ის წილის ყიდვას ჩინეთი გეგმავს – იაპონია წინააღმდეგია

იაპონია შეშფოთებულია „სახალინ-2“-ის პროექტში ნავთობისა და გაზის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული ჩინეთის გეგმებით

იაპონია აკვირდება ვითარებას Sakhalin-2 ნავთობისა და გაზის პროექტის გარშემო და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მიერ მასში ბრიტანული კორპორაცია Shell-ის წილის შესაძლო შესყიდვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს 22 აპრილს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ განუცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას,” – თქვა მან.

მისი თქმით, იაპონიის პროექტიდან გასვლა არ შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ ნაბიჯად რუსეთზე სანქციების ზეწოლის ფარგლებში, რადგან ეს არ დაიცავს იაპონური მხარის ინტერესებს ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით და მისი წილი მესამეზე ქვეყნებზე გადავა.

მანამდე Bloomberg წერდა, რომ ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კორპორაცია (CNOOC), ჩინეთის ნაციონალური ნავთობის კორპორაცია (CNPC) და ნავთობისა და გაზის კომპანია Sinopec განიხილავენ Shell-თან „სახალინ-2“-ის პროექტში მისი 27,5%-იანი წილის შეძენას.

სააგენტოს წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და შესაძლებლობა, რომ გარიგება არ შედგეს, რჩება. Shell ასევე ღიაა მოლაპარაკებებისთვის სხვა პოტენციურ მყიდველებთან ჩინეთის ფარგლებს გარეთ, თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply