ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო

ევროპას საზღვაო საწვავი ეწურება. მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც აგრძელებს ნავთობის ბაზრის განადგურებას, – ამის შესახებ Bloomberg წერს.

სვენ მალჰოლტის, საწვავის მიმწოდებლის Monjasa Group-ის მთავარი ხელმძღვანელის თქმით, გემები, რომლებიც ომამდე ბალტიის რეგიონში დაბალი გოგირდის საწვავით ავსებდნენ მარაგს, ახლა სულ უფრო და უფრო მიდიან ჰოლანდიურ-ბელგიის კერაში დამატებითი მარაგისთვის. ეს ამკაცრებს ბაზარს და ქმნის დომინოს ეფექტს დანარჩენი ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის.

თუმცა, ბევრი კომპანია თავს არიდებს რუსულ ნავთობსა და გემებს. მცირდება საწვავის მარაგი. ანტვერპენში საწვავის ფასი სწრაფად გაიზარდა.

მსგავსი ვითარებაა ჩვეულებრივი დიზელის საწვავის შემთხვევაშიც – ის, ასევე, 24 თებერვლის შემდეგ გაიზარდა.

KPI OceanConnect-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სორენ ჰოლმა აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე  დიზელის საწვავის  დეფიციტია.

წყარო: pia.ge

Leave a Reply