არაბეთის გაერთიანებული საემიროები ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად აგზავნის ნავთობს ევროპაში

საფრანგეთის TotalEnergies-ის გადამზიდავმა ერთეულმა აბუ დაბის ნედლი ნავთობის ჩასატვირთად ტანკერი დაიქირავა, რომელიც მაისის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ევროპაში ნავთობს პირველად შეიტანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, აბუ დაბის Das-ის მარკის ნედლი ნავთობი ბოლოს 2020 წლის მაისში იტალიისთვის ჩაიტვირთა.

მაისის თვის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ დაქირავებული ტანკერი 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული გაემართება დიდი ბრიტანეთისაკენ.

ტანკერის სახელწოდებაა Moscow Spirit, წერს telegram-არხი „სამხედრო მიმომხილველი“.

Leave a Reply