დმიტრო კულება – მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომის დანაშაულებები, პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ

მსოფლიო ლიდერებს თუ სერიოზულად სურთ, დაასრულონ რუსეთის ომის დანაშაულებები, პირველ ყოვლისა, მათ პუტინი ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე უნდა დატოვონ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი და ყველამ უნდა შეწყვიტოს მისი ყიდვა.

„საკმარისად მოვისმინეთ მიზეზები და სანახევრო სანქციები მაშინ, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ. რუსული ნავთობი უკრაინელების სისხლით არის გაჟღენთილი. შეწყვიტეთ მისი ყიდვა. ევროკავშირს სჭირდება რეალური ემბარგო ნავთობზე. ამასთან ერთად, რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობს, თავი აარიდოს დაწესებულ სანქციებს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ნებიმისმიერი ნაზავი, რომელიც რუსულ ნავთობს შეიცავს, უნდა განიხილებოდეს რუსულ ნავთობად. არ მისცეთ უფლება რუსებს, სანქციებს გვერდი აუარონ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

Leave a Reply