ბუნებრივი აირი

ევროპაში გაზის ფასი 2,8%-ით გაიზარდა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 2,8%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 960 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960,6 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ...

Read More »

Shell-ი – აშშ მსოფლიოში გათხევადებული გაზის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდება

2022 წელს მსოფლიოს გათხევადებული აირის ბაზარზე აშშ დაიკავებს პირველ ადგილს და ჩაანაცვლებს ავსტრალიას ამ ტიპის გაზის წარმოებაში. ამის შესახებ საუბარია კომპანია Shell-ის ყოველწლიურ პროგნოზში. 2021 წელს ჩინეთი გახდა მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებელი გათხევადებული გაზის, რა მაჩვენებლითაც იაპონიას გადაასწრო. ამასთან, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით ამ პროდუქტით ვაჭრობა 6%-ით 380 მლნ ტონამდე გაიზარდა. Shell-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ გახდება გათხევადებული აირის მსოფლიოს ნომერ ...

Read More »

Nord Stream 2-ის შეჩერების პასუხად, რუსეთმა ევროპას შესაძლოა, გაზის ფასი გაუორმაგოს

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის ფასი შეიძლება გაორმაგდეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირება შეაჩერა. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მამაც სამყაროში, სადაც ევროპელები ძალიან მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში!”, – მედვედევმა ეს განცხადება Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოაქვეყნა. Bloomberg-ის გამოთვლებით, ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გაზსადენზე ავარიის გამო, გაზის მიწოდება 6-000-მდე აბონენტს შეუწყდება

გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 6-000-მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, 22 თებერვლის 22:00 -ზე გაზის მიწოდება შეუწყდება ვაზისუბნის III მ/რ – კვ. 2 – ზურაბ პატარიძის ქ. 19, ვაზისუბნის III მ/რ -კვ. 2 – პატარიძის ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 11/36-ში (ნაკვ. 11/005) მდებარე შპს „ბილდ ჯორჯიას“, ჯუმბერ ლეჟავას ქ. ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

რუსებმა აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიანი სქემა შესთავაზეს

რუსები აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიან პროექტს სთავაზობენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს სოხუმში მყოფმა რუსული კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტებმა განუცხადეს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. რუსები აფხაზეთში გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების მიზნით იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის გაზიფიკაციის რამდენიმე სცენარი აქვთ. ეს არის ქსელის გაზიფიცირება, თხევადი ბუნებრივი აირით ავტონომიური გაზიფიცირება და ენერგეტიკული ობიექტების გაზიფიცირება. კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთავაზებული სცენარების გატარება სამომავლოდ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი მონაწილეობს ყატარში მიმდინარე სამიტში გაზის საკითხებზე

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში. “ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ”, – თქვა რაისიმ 20 თებერვალს ...

Read More »

ფონ დერ ლეიენი: ევროპა ზამთარში რუსული გაზის გარეშე კარგად იქნება

ევროპას ზამთარში გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტი “გაზპრომი” გაზის მიწოდებას “განზრახ ამცირებს”, ამის შესახებ შაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. “ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც, ჩვენ ამ ზამთარში უსაფრთხოდ ვართ. ამ დროისთვის ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის ჩანაცვლებას თხევადი ბუნებრივი აირით, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან მთელი მსოფლიოდან”, – აღნიშნა ლეიენმა. დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მიმდინარე ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 1,4-5,6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 834 დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განსაკუთრებული არასტაბილურობით გამოირჩევა. რამოდენიმე დღის წინ ღირებულებმ 1000 დოლარსაც გადააჭარბა, თუმცა შემდეგ მკვეთრად დაიკლო. ასევე, შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და ...

Read More »

35 მილიონ ევროპელს გათბობასა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. რატომ?

ევროპაში ენერგომოხმარების ფასები იზრდება და მილიონობით ადამიანს სახლის გათბობასა და სურსათის ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. უფრო მეტიც, ამ კატეგორიაში 35 მილიონზე მეტი მოქალაქე მოხვდა. სწორედ ამ რაოდენობის ევროპელს წლევანდელ ზამთარში გათბობაზე უარის თქმა უწევს, რადგან სასწორის მეორე პინაზე საკვები დევს. ეს მაჩვენებელი უნგრეთის, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის მოსახლეობის საერთო ჯამთან არის შედარებული. ენერგეტიკული სიღარიბის ორი ძირითადი მიზეზია დაბალი შემოსავალი ...

Read More »

გაზსადენის დაზიანების გამო, სამგორის რაიონში აბონენტებს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდათ

კომპანია „თბილისის ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის დაზიანების გამო, სამგორის რაიონში აბონენტებს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდათ. „გაცნობებთ, რომ სამგორის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს, 01:30 საათზე გაზის მიწოდება შეუწყდა ვარკეთილის III მასივი, ნაკვ. 20 (025)-ში მდებარე შპს „ვარკეთილი დეველოფმენთის”, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 33ა ...

Read More »