ევროპაში გაზის ფასი 2,8%-ით გაიზარდა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 2,8%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 960 დოლარს გადააჭარბა.

გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960,6 აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Leave a Reply