Shell-ი – აშშ მსოფლიოში გათხევადებული გაზის ნომერ პირველი მწარმოებელი გახდება

2022 წელს მსოფლიოს გათხევადებული აირის ბაზარზე აშშ დაიკავებს პირველ ადგილს და ჩაანაცვლებს ავსტრალიას ამ ტიპის გაზის წარმოებაში. ამის შესახებ საუბარია კომპანია Shell-ის ყოველწლიურ პროგნოზში.

2021 წელს ჩინეთი გახდა მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებელი გათხევადებული გაზის, რა მაჩვენებლითაც იაპონიას გადაასწრო. ამასთან, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით ამ პროდუქტით ვაჭრობა 6%-ით 380 მლნ ტონამდე გაიზარდა.

Shell-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ გახდება გათხევადებული აირის მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში, აქამდე ეს სტატუსი ჰქონდა ავსტრალიას, რომელმაც 80,23 მლნ ტონა ექსპორტით გადაასწრო ყატარს, რომელმაც 2021 წელს 77,83 მლნ ტონა გაიატანა ექსპორტზე.

რაც შეეხება მოხმარებას, 2021 წელს ყველაზე მეტად მოხმარება გაეზარდა ჩინეთს, რომელმაც 12 მლნ ტონით (17,5%) 79 მლნ ტონამდე გაზარდა იმპორტის მაჩვენებელი, რითაც აჯობა იაპონიას.

Shell-ის პროგნოზით, გათხევადებული აირის ბაზარი მომდევნო წლებში სულ უფრო მზარდი იქნება და 2040 წლისთვის ის 700 მლნ ტონიან ნიშნულს გადალახავს, რითაც დააფიქსირებს 90%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply