Author Archives: energy

ვადაგასული გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე მესამე ვადით დარღვევით რჩება

კიდევ რას მოიფიქრებს ზურაბ ჯავახიშვილი? “ბანკები და ფინანსები” ერთი კვირის წინ სკანდალებში გახვეული თეა გოდოლაძის ბიზნესინტერესებზე და მის ბიზნეს-მეწილე ზურაბ ჯავახიშვილზე წერდა. ზურაბ ჯავახიშვილი ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით და ამავდროულად ოფიციალურად არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის კონსულტანტი და ანაზღაურებასაც იღებს. თუმცა, თეა გოდოლაძის ქვეშევრდომობამდე მას ხანგრძლივი, როგორც სამეცნიერო, ასევე ჩინოვნიკური და ბიზნესმენობის გზა ...

Read More »
რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი

ბრექსიტისა და პანდემიის გამო, გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა საწვავის დეფიციტი შეიქმნას

კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების გამო ბრიტანეთში ასიათასობით ადამიანს უწევს სახლში დარჩენა და მუშაობის დისტანციურად გაგრძელება. ეს კი საკვებისა და საწვავის დეფიციტს გამოიწვევს. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც მიწოდების ქსელმა ბრექსიტის გამო დიდი დატვირთვა მიიღო. გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესმა სუპერმარკეტებმა და ბენზინგასამართმა სადგურებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათ მარაგებში პროდუქციის ნაკლებობა უკვე შეინიშნება. ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი საწვავის მწარმოებლის, British Petroleum (BP)-ის, განცხადებით, ...

Read More »

იაფი გაზის ეპოქა დასასრულს უახლოვდება

იაფი ბუნებრივი აირის ეპოქა დასრულდა. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, მოთხოვნამ საწვავზე, რომელიც ერთ დროს მარტივად ხელმისაწვდომი იყო, მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას, რითაც გამოიწვია ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში. სააგენტომ აღიარა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აირი იყო უხვად და იაფად. თუმცა, ახლა, შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში მიწოდების შეწყვეტისა და აზიაში მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ფასებიც გაიზარდა – მაგალითად, ევროპაში, 2020 წლის მაისიდან, ბუნებრივი აირის ფასი ათასი(!) ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში აშენდა, როდესაც ელექტროენერგია “ეშმაკის საქმედ” ითვლებოდა

მექანიკური ენერგიის მისაღებად ქარის ენერგიას კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. ელექტროენერგიის წარმოებისთვის ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში ინჟინერმა ჯეიმს ბლაითმა (James Blyth) ააშენა. მოწყობილობა გამოიყენებოდა იმ აკუმულატორის დასამუხტად, რომელიც აგარაკს ანათებდა. ბლაითმა მეზობლებს შესთავაზა, ჭარბი ელექტროენერგიით მათი სახლებიც გაენათებინა, მაგრამ უარი მიიღო: ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ელექტროენერგია “ეშმაკის საქმე” იყო ...

Read More »
საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

რუსეთში AI-95 ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე AI-95 ბენზინის ფასმა 2020 წლის რეკორდი მოხსნა. ევროპული მედიის ცნობით, ზედიზედ მესამე დღეა ასევე რეკორდულად მაღალია 92-ის ფასიც. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების თანახმად, AI-95–ის ფასი გაიზარდა 0.59%-ით დღეში, რუსეთის ევროპული ნაწილის ტერიტორიული ინდექსის მიხედვით და შეადგინა 59,849 რუბლი ტონაზე, რითაც, გასული წლის ივლისში დაფიქსირებული 59,784 რუბლის რეკორდი მოხსნა. აღსანშნავია, რომ სავაჭრო დღის შედეგების თანახმად, ასევე გაიზარდა AI-92–ის ...

Read More »

“რატომ არიან „რიონის მცველები” პრორუსები?”

დღეს საქართველოში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ამ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ ყველაზე გავრცელებული ბრალდებაა „პრორუსულობა”. გასაკვირი არც არის, როდესაც საუბარია ღარიბ, გაუნათლებელ, და ღალატისკენ ისტორიულად მიდრეკილ ერზე, რომელიც ამავე დროს რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება. ის, რომ რუსეთს საქართველოში პოლიტიკური კლიმატის შეცვლა სურს – საიდუმლო არავისთვის არაა. შესაბამისად, არც ისაა დაუჯერებელი, რომ მას ქვეყანაში უამრავი დასაყრდენი გააჩნია. რა თქმა უნდა, ...

Read More »

“შაჰ დენიზის” საბადოდან ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში “შაჰ დენიზის” საბადოზე “შაჰ დენიზ ალფას” და “შაჰ დენიზ ბრავოს” პლატფორმებიდან წარმოებული იქნა 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირი და დაახლოებით 1.9 მილიონი ტონა (15.1 მილიონი ბარელი) კონდენსატი. აღნიშნულის შესახებ, BP-Azerbaijan-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ანგარიშის თანახმად, ხსენებული მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შაჰ დენიზის არსებული ობიექტების ამჟამინდელი წარმოება არის დაახლოებით 70 ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

“გაზპრომის” ავარიის გამო, გაზის კონდენსატის წარმოება 5 მილიონი ტონით შემცირდება

რუსეთში, ნოვი ურენგოის “გაზპრომის” გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 2021 წელს კონცერნის მიერ გაზის წარმოება 8 მილიარდი კუბური მეტრით და გაზის კონდენსატის მოპოვება 5 მილიონი ტონით შემცირდება. როგორც ცნობილია, ურენგოის ქარხნის პირველი ეტაპის კონდენსატის დეეთანიზაციის განყოფილებაში 5 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა. “გაზპრომის” სურგუთის კონდენსატის სტაბილიზაციის ქარხანაში ნავთობისა და გაზის კონდენსატის ნარევის მიწოდება შეჩერებულია. ანალიტიკოსების აზრით, დაზიანებული ტექნიკის შეცვლა უკვე დაგეგმილი იყო.  2021 წლის მარტში მმართველმა საბჭომ მიიღო ...

Read More »

დიდი შვიდიანის წევრებმა ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს

დიდი შვიდიანის წევრებმა გასულ კვირაში ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე მომხდარ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს. ინციდენტს მაშინ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც ბრიტანეთის და რუმინეთის მოქალაქეები იყვნენ. „დოიჩე ველეს“ ცნობით, დიდი შვიდიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობის ტანკერზე წინასწარ განზრახული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით განხორციელდა, ყველა არსებული მტკიცებულება აშკარად მიუთითებს ირანზე და ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს. ...

Read More »

ამინდის ყველაზე სასიკვდილო მოვლენა, რომელიც ხშირად ყველაზე შეუმჩნეველია

ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა დედამიწაზე. სითბური ტალღები არ გამოირჩევიან სხვა მოვლენის მსგავსად დრამატული ეფექტით, როგორც ქარიშხალი, შტორმი, ცუნამი მაგრამ სინამდვილები გვალვა ამინდის ყველაზე სასიკვდილო მოვლენაა. გასულ კვირას დაფიქსირებულმა რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთით დაახლოებით 400 მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1998 წლიდან 2017 წლამდე სიცხის შედეგად დაიღუპა 166,000 ადამიანი, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალური ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია სითბოს ტალღების სიხშირის ...

Read More »