მიმდინარე წლის პირველ ნახევარში “შაჰ დენიზის” საბადოზე “შაჰ დენიზ ალფას” და “შაჰ დენიზ ბრავოს” პლატფორმებიდან წარმოებული იქნა 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირი და დაახლოებით 1.9 მილიონი ტონა (15.1 მილიონი ბარელი) კონდენსატი.
აღნიშნულის შესახებ, BP-Azerbaijan-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშის თანახმად, ხსენებული მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შაჰ დენიზის არსებული ობიექტების ამჟამინდელი წარმოება არის დაახლოებით 70 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი დღეში (25 მილიარდზე მეტი წელიწადში), რაც 25%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ნინო სამადაშვილი