ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა დედამიწაზე. სითბური ტალღები არ გამოირჩევიან სხვა მოვლენის მსგავსად დრამატული ეფექტით, როგორც ქარიშხალი, შტორმი, ცუნამი მაგრამ სინამდვილები გვალვა ამინდის ყველაზე სასიკვდილო მოვლენაა.
გასულ კვირას დაფიქსირებულმა რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთით დაახლოებით 400 მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1998 წლიდან 2017 წლამდე სიცხის შედეგად დაიღუპა 166,000 ადამიანი, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალური ტემპერატურის ზრდამ გამოიწვია სითბოს ტალღების სიხშირის ზრდა. მომდევნო წლებში კლიმატის ცვლილება გახდის სითბოს ტალღებს უფრო ძლიერსა და ხანგრძლივს, ეს შედეგი სამწუხაროდ გარდაუვალია.
ტემპერატურის მატება ავტომატურად ნიშნავს კონდიციონერების და გამაგრილებელი აპარატურის პროცენტულად უფრო მეტად გამოყენებას, რაც ზრდის ზეწოლას ელექტრო ქსელზე. 2050 წლისთვის მსოფლიოში სამჯერ გაიზდება კონდიციონერების გამოყენება, რაც ავტომატურად იწვევს მეტ გამონაბოლქვს და ჰაერის დაბინძურებას, ამ ყველაფრის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გადავიდეს მსოფლიო განახლებად ენერგიაზე, უამისოდ ჩვენს პლანეტას ძალიან გაუჭირდება.
მხოლოდ მოსახლეობა არ არის რისკის ქვეშ, გლობალური დათბობა ძალიან ცუდ შედეგს იწვევს ოკეანის ბინადრებისთვის, ოკეანეებში მოიმატა ტემპერატურამ, რაც გამოიწვევს ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას. კიდევ ერთი დიდი საფრთხე რასაც ტემპერატურის მატება მოიტანს ბუნებისთის არის გახშირებული ხანძრები.
