ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში აშენდა, როდესაც ელექტროენერგია “ეშმაკის საქმედ” ითვლებოდა

მექანიკური ენერგიის მისაღებად ქარის ენერგიას კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
ელექტროენერგიის წარმოებისთვის ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში ინჟინერმა ჯეიმს ბლაითმა (James Blyth) ააშენა.
მოწყობილობა გამოიყენებოდა იმ აკუმულატორის დასამუხტად, რომელიც აგარაკს ანათებდა. ბლაითმა მეზობლებს შესთავაზა, ჭარბი ელექტროენერგიით მათი სახლებიც გაენათებინა, მაგრამ უარი მიიღო: ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ელექტროენერგია “ეშმაკის საქმე” იყო
2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ქარის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 774 000 მგვტ შეადგინა. სიმძლავრის მიხედვით პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ – აშშ, გერმანია, ინდოეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply