რუსეთში, ნოვი ურენგოის “გაზპრომის” გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 2021 წელს კონცერნის მიერ გაზის წარმოება 8 მილიარდი კუბური მეტრით და გაზის კონდენსატის მოპოვება 5 მილიონი ტონით შემცირდება.
როგორც ცნობილია, ურენგოის ქარხნის პირველი ეტაპის კონდენსატის დეეთანიზაციის განყოფილებაში 5 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა. “გაზპრომის” სურგუთის კონდენსატის სტაბილიზაციის ქარხანაში ნავთობისა და გაზის კონდენსატის ნარევის მიწოდება შეჩერებულია.
ანალიტიკოსების აზრით, დაზიანებული ტექნიკის შეცვლა უკვე დაგეგმილი იყო. 2021 წლის მარტში მმართველმა საბჭომ მიიღო ყოვლისმომცველი პროგრამა გაზისა და თხევადი ნახშირწყალბადების გადამამუშავებელი ობიექტების რეკონსტრუქციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის.
წყარო: report