Author Archives: energy

ნავთობის TOP-15 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყაზახეთი მეცხრე ადგილზეა

World’s top exports-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ყაზახეთის რესპუბლიკამ 23.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელა. აღნიშნული 3.6%-ს შეადგენს “შავი ოქროს” მსოფლიო ექსპორტის მოცულობაში. ამავდროულად, ფულადი თვალსაზრისით, ქვეყანამ შეამცირა საზღვარგარეთ ექსპორტი 29.5%-ით წინა წელთან შედარებით ($ 33.6 მილიარდი 2019 წელს). 2020 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური ექსპორტი 34.5%-ით შემცირდა და $ 661.8 მილიარდი შეადგინა. თუმცა, კონკრეტულად ნედლი ნავთობი მეორე ადგილზეა ...

Read More »

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ნოვოროსიისკთან ნავთობის დაღვრის ფაქტთან დაკავშირებული მოვლენებით, შეშფოთებულია და მიმდინარე მოვლენაზე დაკვირვებას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. ისინი მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, რომ კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი. „7 აგვისტოს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დადასტურდა, რომ ნოვოროსიისკთან ახლოს მოხდა ნავთობის შავ ზღვაში ჩაღვრა. სხვადასხვა მონაცემებით, ნავთობის ლაქა 15 და 19 და ...

Read More »
კლიმატის ცვლილების მიზეზები

დედამიწა გაცხელდა, რა ელის მსოფლიოს – მეცნიერების ახალი დასკვნა

მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს პლანეტის გრძელვადიანი გამოკვლევა და ერთხმად დაუსვეს დიაგნოზი: გლობალური დათბობა გაჩაღდა და მისი უდავო მიზეზი არის ადამიანი. „ეჭვგარეშეა, რომ ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი გაათბო ადამიანების საქმიანობამ”, – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საეტაპო კლიმატის ისტორიაში. გამონაბოლქვის შემცირების გარეშე, მსოფლიო ვერ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას, გლობალური საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს 1,5 ° C- მდე, პრე-ინდუსტრიულ დონეზე, საუკუნის შუა წლებამდე. ნორმა დაირღვევა ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავაც განაგრძობს ზრდას

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” გადაწყვიტა, უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის (GTS) მყარი დამატებითი სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ 4% დაეტვირთა, გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 585 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება TTF ცენტრში ორშაბათს ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე თითქმის 550 აშშ დოლარს შეადგენდა. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან 586.3 აშშ დოლარს მიაღწია. ზრდამ ...

Read More »

Shell-ი ნიგერიაში ნავთობის დაღვრის გამო 111 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

50 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ნავთობის კორპორაცია Shell-ი ნიგერიას 111 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. კომპანიის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული თანხა იქნება სრული და საბოლოო ანგარიშსწორება Ejama-Ebubu-ს საზოგადოებისათვის 1967-1970 წლებში მიმდინარე ომის დროს დაღვრილი ნავთობისთვის. კომპანია საკუთარ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი მესამე პირის ჩარევით მოხდა და ამასთან უშუალოდ კომპანიას კავშირი არ ჰქონია. 2010 წელს ნიგერიის სასამართლომ, Shell-ი 41.36 მილიონი აშშ ...

Read More »

აზერბაიჯანმა ნავთობის ექსპორტი 12%-ზე მეტით შეამცირა

საბაჟო დეკლარაციების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა ბიტუმიანი ქანებიდან მოპოვებული 17 მილიონი 106 ათას 825.51 ტონა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს. ღირებულებითი თვალსაზრისით, ამან 7 მილიარდ 585 მილიონი 824,11 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული ნედლი ნავთობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 12.5%-ით შემცირდა, ღირებულება კი 18.6%-ით გაიზარდა.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.03 (- 0.48) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.59 (- 0.70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, 18 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტალის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ...

Read More »

ქაბულში თითქმის ამოწურული ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ქაბულში ბენზინის მარაგი ამოიწურა, ბენზინგასამართ სადგურებთან მიტოვებული მანქანების რიგებია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში დიდი მაღაზიები მასიურად დაკეტილია და მხოლოდ მცირე მაღაზიები მუშაობს, რაც შეეხება ღირებულებას, ქაბულის ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა: 50 ავღანიდან (62 ცენტი) – 70 ავღანამდე (86 ცენტი), თუმცა თავად საწვავი უკვე დეფიციტშია. ქალაქი გავსებულია ტანკებისა და სამხედრო მანქანების რიგებით, რომლებიც საწვავის გარეშე დარჩნენ. ნინო სამადაშვილი

Read More »

2021 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთმა ნავთობის მოპოვება 3,5%-ით შეამცირა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ყაზახეთში ნავთობის მოპოვებამ 42,457 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 3,5%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გაზის კონდესატის მოპოვება4,3%-ით შემცირდა და 7,22  მილიონ ტონას მიაღწია. ამის შესახებ განაცხადეს სტრატეგიული დაგეგმვისა და რეფორმების სააგენტოს ეროვნული სტატისტიკის ბიუროში.

Read More »