საბაჟო დეკლარაციების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა ბიტუმიანი ქანებიდან მოპოვებული 17 მილიონი 106 ათას 825.51 ტონა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს.
ღირებულებითი თვალსაზრისით, ამან 7 მილიარდ 585 მილიონი 824,11 აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული ნედლი ნავთობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 12.5%-ით შემცირდა, ღირებულება კი 18.6%-ით გაიზარდა.