ქაბულში თითქმის ამოწურული ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ქაბულში ბენზინის მარაგი ამოიწურა, ბენზინგასამართ სადგურებთან მიტოვებული მანქანების რიგებია.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში დიდი მაღაზიები მასიურად დაკეტილია და მხოლოდ მცირე მაღაზიები მუშაობს,

რაც შეეხება ღირებულებას, ქაბულის ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი მკვეთრად გაიზარდა: 50 ავღანიდან (62 ცენტი) – 70 ავღანამდე (86 ცენტი), თუმცა თავად საწვავი უკვე დეფიციტშია. ქალაქი გავსებულია ტანკებისა და სამხედრო მანქანების რიგებით, რომლებიც საწვავის გარეშე დარჩნენ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply