კლიმატის ცვლილების მიზეზები

დედამიწა გაცხელდა, რა ელის მსოფლიოს – მეცნიერების ახალი დასკვნა

მსოფლიოს მეცნიერებმა დაასრულეს პლანეტის გრძელვადიანი გამოკვლევა და ერთხმად დაუსვეს დიაგნოზი: გლობალური დათბობა გაჩაღდა და მისი უდავო მიზეზი არის ადამიანი.

„ეჭვგარეშეა, რომ ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი გაათბო ადამიანების საქმიანობამ”, – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საეტაპო კლიმატის ისტორიაში.

გამონაბოლქვის შემცირების გარეშე, მსოფლიო ვერ შეასრულებს პარიზის შეთანხმებას, გლობალური საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოს 1,5 ° C- მდე, პრე-ინდუსტრიულ დონეზე, საუკუნის შუა წლებამდე. ნორმა დაირღვევა 10 წლით ადრე, უკვე 2040 წელს, – თქვეს მეცნიერებმა.

და შემდეგი საზღვარი – გათბობა 2 ° C- ით, კატასტროფული შედეგებით სავსე იქნება, დადგება ამ საუკუნის ბოლოსთვის, თუ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გავაგრძელებთ ცის „გახურებას“ და ტყეების გაჩხვას ახლანდელი ტემპით.

მეცნიერთა პოზიცია დიდი ხანია ცნობილია და მოხსენებები, შესაბამისი გაფრთხილებებით შესაშური თანმიმდევრულობით ქვეყნდება. თუმცა, ეს ბოლო დასკვნა არის განსაკუთრებული და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაწერა ორასმა მეცნიერმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში 14 ათასი სამეცნიერო ნაშრომის შედეგების საფუძველზე.

მთავარი ის არის, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო მათი დასკვნები. ის, რაც მოხსენებაშია დაწერილი, არის არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოების, არამედ მთლიანად მსოფლიო საზოგადოების კონსენსუსი.

ახლა, 195 ქვეყნის ხელისუფლებას, რომლებიც დაეთანხმნენ მოხსენებას, არანაირი საფუძველი არა აქვთ, გადადონ გამონაბოლქვების  შემცირება. – ნოემბრის დასაწყისში, კლიმატის მსოფლიო სამიტი, რომელიც კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო, შოტლანდიაში შედგება.

195 ქვეყნის ხელმოწერა ახალ დასკვნებზე, დღევანდელ ანგარიშს მსოფლიო საზოგადოების მთავარ კლიმატურ დოკუმენტად და ამოსავალ წერტილად გადააქცევს, საერთაშორისო დისკუსიებში, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას.

3,949 გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ:

გასული ათწლეული ყველაზე ცხელი იყო ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში.
ატმოსფეროში გამოყოფილი გაზები უკვე საკმარისია საშუალო ტემპერატურის ასამაღლებლად 1.5 ° C- ით, მე-19 საუკუნესთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ის გაიზარდა 1.1° C- ით.

მეცნიერები აფასებენ კლიმატის დათბობის ბუნებრივი წყაროების, როგორიცაა მზისა და ვულკანების ამჟამინდელ გავლენას.
მაშინაც კი, თუ სამყარო დაუყოვნებლივ და მკვეთრად შეამცირებს გამონაბოლქვს, ზოგიერთი პროცესი შეუქცევადია უახლოესი საუკუნეებისთვის, თუ არა – ათასწლეულებისთვის. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ისწავლეს, მკაფიოდ განსაზღვრონ კავშირი ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს შორის, როგორიცაა სითბოს ტალღები, ქარიშხლები, წყალდიდობები და კლიმატის ცვლილება.

გლობალური დათბობის გაგრძელება მოიტანს კიდევ უფრო მკაცრ რხევებს გვალვასა და წყალდიდობას შორის, სიცივესა და ჯოჯოხეთს შორის.
ექსტრემალური ტემპერატურა უფრო და უფრო ხშირად შეინიშნება, მაგრამ დაკვირვებების თანახმად, ტემპერატურის მაჩვენებელი გადავიდა თერმომეტრის წითელ ნაწილზე. 1950 წლიდან უპრეცედენტო სიცხის ეპიზოდები შეიწინიშნება. წელს, ივლისში ტემპერატურის უპრეცედენტო, რეკორდული მატება შეინიშნებოდა.

მაშინაც კი, თუკი გლობალური დათბობა შენარჩუნდება ერთ-ნახევარ გრადუსზე, ამინდის კატაკლიზმების სიხშირე უპრეცედენტო იქნება ისტორიული სტანდარტებით, – გვაფრთხილებენ მეცნიერები.

პროცესები იქამდე მივა, რომ სექტემბრის ერთ დილას არქტიკაში პრაქტიკულად აღარ დარჩება ყინული. ეს აუცილებლად მოხდება ზაფხულის ბოლოს, ერთხელ მაინც, 2050 წლამდე, ემისიების შემცირების ნებისმიერი სცენარით, – ნათქვამია მოხსენებაში.

წყარო: “პრაიმტაიმი”

Leave a Reply