ნავთობის TOP-15 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყაზახეთი მეცხრე ადგილზეა

World’s top exports-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ყაზახეთის რესპუბლიკამ 23.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელა. აღნიშნული 3.6%-ს შეადგენს “შავი ოქროს” მსოფლიო ექსპორტის მოცულობაში.

ამავდროულად, ფულადი თვალსაზრისით, ქვეყანამ შეამცირა საზღვარგარეთ ექსპორტი 29.5%-ით წინა წელთან შედარებით ($ 33.6 მილიარდი 2019 წელს).

2020 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური ექსპორტი 34.5%-ით შემცირდა და $ 661.8 მილიარდი შეადგინა. თუმცა, კონკრეტულად ნედლი ნავთობი მეორე ადგილზეა ექსპორტის კუთხით, ელექტრონული სისტემების შემდეგ.

საუდის არაბეთი ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზეა (113,7 მილიარდი დოლარი). მას მოსდევს რუსეთი (72.6 მილიარდი დოლარი) და ერაყი (50.8 მილიარდი დოლარი). შეერთებული შტატები მეოთხე ადგილზეა 50,3 მილიარდი დოლარით.

ნიგერია (25.2 მილიარდი დოლარი) უსწრებს ყაზახეთს, ხოლო, მის შემდეგ მოდის ნორვეგია (22.7 მილიარდი დოლარი).

ტოპ 15-ს ასრულებს მექსიკა 14.9 მილიარდი დოლარით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply