Author Archives: energy

კახა კალაძე ექსპერტებთან შეხვედრას მართავს

კახა კალაძე ექსპერტებთან შეხვედრას მართავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და “გაზპრომთან” მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრას მართავს. შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს და მას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა “საქართველოს განვითარების ფონდის” საგარეო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და შეხვედრა აქამდეც ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანული მედია საქართველოს მიერ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების მცდელობებთან დაკავშირებით სტატიების მთელ ციკლს აქვეყნებს. ერთერთი გავლენიანი აზერბაიჯანული სააგენტო trend.az წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, რაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებრობებსა და მთელ რიგ შეკითხვებს ბადებს. თემაზე რადიო „კომერსანტის” რუბრიკა „საათის თემაში” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილმა ისაუბრა: – ...

Read More »
20–25 დოლარი ბარელზე – მარტისთვის მსოფლიოში ნავთობის უპრეცედენტო გაიაფებას ელოდებიან

20–25 დოლარი ბარელზე – მარტისთვის მსოფლიოში ნავთობის უპრეცედენტო გაიაფებას ელოდებიან

რა ელოდება ნავთობის მსოფლიო ფასებს ახლო მომავალში? საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley–ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დოლარის კურსის ვარდნა წელს ნავთობს ბარელზე 20 დოლარამდე გააიაფებს. ორი დღის წინ კი ირანის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა ფერეიდუნ ფეშერაკიმ განაცხადა, რომ უკვე მარტისთვის ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს. Morgan Stanley–ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დოლარის 5%–იანი გაძვირების შედეგად ნავთობის ფასები 10–15%–ით დაიწევს, წლის დასაწყისიდან დღემდე დოლარი ...

Read More »

Apple ავტომობილის გამოშვებას გეგმავს

როდის გამოჩნდება ბაზარზე iCar ამერიკული კორპორაცია Apple-ის მიერ ავტომობილის გამოშვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა დომეინები Apple.Car; apple.cars და apple.auto. არც ერთი ვებ-გვერდი ამ დროისთვის არ მუშაობს. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ითქვა, რომ კომპანია მუშაობს საიდუმლო პროექტზე Project Titan. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია უკვე 2019 წლისთვის გეგმავდა საკუთარი ავტომობილის წარდგენას. ამ მიზნით Apple-მ ...

Read More »
კახა კალაძე - დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება

თანხა გაზის ნაცვლად – საქართველოს „გაზპრომთან“ ტრანზიტის პირობების შეცვლა სურს

საქართველოს სურს, „გაზპრომისგან“ გაზის ტრანზიტის საფასურად აღნიშნული გაზის 10%–ის ნაცვლად შესაბამისი ფულადი ანაზღაურება მიიღოს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მანვე „გაზპრომთან“ დაკავშირებით ექსპერტების შეფასებებს „მარაზმი“ უწოდა. როგორც კალაძემ განმარტა, მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის “ძალიან მნიშვნელოვანია”. ამასთან, მან ხაზი გაუსვა რომ არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს “გაზპრომთან” ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება. ...

Read More »
Tesla-ს ბატარიები მზის ენერგიითაც იმუხტება

Tesla-ს ბატარიები მზის ენერგიითაც იმუხტება

კომპანიამ 2016 წელი Powerwall-ის გამოშვებით დაიწყო Tesla-მ ახლი წელი ელექტროენერგიის დასაგროვებელი და შესანახი დანადგარის Powerwall-ის გასაყიდად გამოტანით დაიწყო. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერის კობი ბრუკლინის განცხადებით, ახალი მოდელი გაყიდვაში ჩასაშვებად ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს იყო მზად. საქონელს თავდაპირველად ამერიკის და ავსტრალიის მომხმარებლებს შესთავაზებენ. კომპანიამ მზისგან მიღებული ჭარბი რაოდენობის ენერგიის შენახვის და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის დასაწყისში Powerwall-ზე აქტიურად დაიწყო მუშაობა ...

Read More »
დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

აზერბაიჯანული მედია საქართველოს მიერ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების მცდელობებთან დაკავშირებით სტატიების მთელ ციკლს აქვეყნებს  ერთერთი გავლენიანი აზერბაიჯანული სააგენტო trend.az წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, რაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებრობებსა და მთელ რიგ შეკითხვებს ბადებს. „კერძოდ, საინტერესოა მიზეზები, რომელთა გამოც ქვეყანა, რომელიც არანაირ პრობლემას არ განიცდის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ასე ისწრაფვის, დაარღვიოს კავშირები ისეთ ...

Read More »

“კონკურენციის სააგენტომ” ბათუმის ნავთობტერმინალის მხრიდან კონკურენციის დარღვევის ფაქტი არ დაადასტურა

კონკურენციის სააგენტომ  შპს „ბათუმის ნავთოპტერმინალის” მხრიდან, ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დაადასტურა. კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წლის 12 თებერვალს კონკურენციის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროსგან გადაგზავნილი იქნა შპს „MG”-ის, უცხოური საწარმოს ფილიალის-„ვიბრო დიაგნოსტიკი FZE”-ის და შპს „ლუკოილ ჯორჯია”-ს წერილები, კომპანიები ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის ნავთობტერმინალის” მიერ  „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევის შესახებ. კერძოდ,  შპს MG-ის და ...

Read More »
ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

დიდ ბრიტანეთში საწვავი 60%–ით გაიაფდა ამერიკელი მძღოლებისთვის  დღესასწაული დადგა. ნედლ ნავთობზე არსებული რეკორდულად დაბალი ფასის ფონზე, ბენზინის საშუალო ფასი ბოლო კვირაში გალონზე 2 დოლარზე დაბლა დაეცა. მსგავსი მაჩვენებელი 2009 წლის კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გამოკითხული მძღოლების განცხადებით, მაშინ როცა ერთი წლის წინ ავტომობილის ავზის გავსება დაახლოებით 50 დოლარი ჯდებოდა ეს უკვე 36 დოლარად არის შესაძლებელი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ აშშ–ში ერთ ...

Read More »
მზის ენერგიის ათვისების ინდუსტრიაში ახალი ეტაპი იწყება

მზის ენერგიის ათვისების ინდუსტრიაში ახალი ეტაპი იწყება

Clean Power Finance Inc და  Kilowatt Financial გაერთიანდნენ კომპანია Clean Power Finance Inc-მა დაამთავრა Kilowatt Financial შერწყმა. ამის შედეგად, გაერთიანებული  კომპანია შეძლებს  უფრო სწრაფად დააკმაყოფილოს მზის ენერგიის ათვისების ზრდადი მოთხოვნები. ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი კომპანია Spruce Finance Inc. მხოლოდ ადგლობრვი პროგრამების დაფინანსებას გეგმავს. კომპანიებმა შერწყმის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში გამოაცხადეს, მათი ახალი ინვესტორების წარმომადგენლების განცხადებით, მომხდარი ცვლილებები მომხმარებლებისთვის უფრო ...

Read More »