როდის გამოჩნდება ბაზარზე iCar
ამერიკული კორპორაცია Apple-ის მიერ ავტომობილის გამოშვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა დომეინები Apple.Car; apple.cars და apple.auto.
არც ერთი ვებ-გვერდი ამ დროისთვის არ მუშაობს. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ითქვა, რომ კომპანია მუშაობს საიდუმლო პროექტზე Project Titan. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია უკვე 2019 წლისთვის გეგმავდა საკუთარი ავტომობილის წარდგენას. ამ მიზნით Apple-მ დაიქირავა 600 ადამიანი, რომლებიც გადაიბირა კომპანიებიდან Tesla Motors და Fiat Chrysler, ასევე ელემენტების მწარმოებელი კომპანია A123 Systems-დან. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ახალი დომენების რეგისტრაცია უკავშირდებოდეს სისტემა CarPlay-ს, რომელიც დამუშავების სტადიაზეა და რომლითაც სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელია დაინტერესებული.
ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ფონზე, კვლავ უცნობი რჩება, როდის გამოჩნდება ბაზარზე iCar.