Tesla-ს ბატარიები მზის ენერგიითაც იმუხტება

Tesla-ს ბატარიები მზის ენერგიითაც იმუხტება

კომპანიამ 2016 წელი Powerwall-ის გამოშვებით დაიწყო

Tesla-მ ახლი წელი ელექტროენერგიის დასაგროვებელი და შესანახი დანადგარის Powerwall-ის გასაყიდად გამოტანით დაიწყო. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერის კობი ბრუკლინის განცხადებით, ახალი მოდელი გაყიდვაში ჩასაშვებად ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს იყო მზად. საქონელს თავდაპირველად ამერიკის და ავსტრალიის მომხმარებლებს შესთავაზებენ. კომპანიამ მზისგან მიღებული ჭარბი რაოდენობის ენერგიის შენახვის და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის დასაწყისში Powerwall-ზე აქტიურად დაიწყო მუშაობა და ერთად ორი მოდელი გამოუშვა გაყიდვაში, – 7 და 10 კილოვატ საათი სიმძლავრის. ორივე სისტემა  სახლის პირობებში სამუშაოდაა განკუთვნილი. დანადგარი ასევე მუშაობს ქარისგან მიღებულ ენერგიაზე და ასევე საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიზეც. 7 კილოვატიანი მოწყობილობის მოდელი 3 000 დოლარადაა შეფასებული 10-იანი კი 3 500-ად.

ტესლას სხვადასხვა პროდუქციაზე არსებული დიდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანია ნევადას შტატში გიგაფაბრიკასაც აშენებს, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ლითიუმის ელემენტების წარმოებაში, რომლებიც ტესლას მომავლის მანქანების და ენერგიის წყაროების ასამუშავებლადაა საჭირო.

Leave a Reply