ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

დიდ ბრიტანეთში საწვავი 60%–ით გაიაფდა

ამერიკელი მძღოლებისთვის  დღესასწაული დადგა. ნედლ ნავთობზე არსებული რეკორდულად დაბალი ფასის ფონზე, ბენზინის საშუალო ფასი ბოლო კვირაში გალონზე 2 დოლარზე დაბლა დაეცა. მსგავსი მაჩვენებელი 2009 წლის კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

გამოკითხული მძღოლების განცხადებით, მაშინ როცა ერთი წლის წინ ავტომობილის ავზის გავსება დაახლოებით 50 დოლარი ჯდებოდა ეს უკვე 36 დოლარად არის შესაძლებელი.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ აშშ–ში ერთ სულ მოსახლეზე პროცენტულად ყველაზე მეტი ავტომობილი მოდის მსოფლიოში (800 ავტომობილი  ყოველ 1000 ადამიანზე), ეს ახალი ამბავი საახალწლო საჩუქრად იქცა ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მენეჯერის განცხადებით,  წელს ბენზინზე ამერიკელებმა 115 მილიარდი დაზოგეს, ეს კი თითოეული მანქანის მფლობელი თითოეული ოჯახისთვის 555 დოლარს შეადგენს.

ბენზინის გაიფება დაფიქსირდა ევროპაშიც,  თუმცა, ამერიკისგან განსხვავებით არათანაბრად. ყველაზე მეტად საწვავი გაიაფდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ფასმა 60 პროცენტით დაიკლო.

Leave a Reply