Author Archives: energy

ჩინეთში ელექტროენერგიის დეფიციტია

ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთში ელექტროენერგიის ნაკლებობა ქვანახშირის მარაგების დეფიციტმა გამოიწვია. გამონაბოლქვის რაოდენობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მწარმოებლებისა და ინდუსტრიის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ რეკორდულად გაზარდა ქვანახშირის ფასი. გასული კვირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მრავალ რეგიონში პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება. ქალაქების  მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დენი სულ უფრო ხშირად და დიდი ხნით ეთიშებათ. 27 სექტემბერს სახელმწიფო ენერგოკორპორაციამ ...

Read More »

რუსეთში ატომური სადგურის ენერგობლოკი ავარიულად გაჩერდა

რუსეთში კალინინის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი ავტომატურად გაჩერდა. ამის შესახებ sotnik-tv.com იუწყება. სადგური დაცვის ავტომატურმა სისტემამ გათიშა. ელექტროსადგური ტვერის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. „სადგურის გათიშვის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა“ – ნათქვამია სადგურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დანარჩენი სამი ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რადიაქტიური ფონი სადგურზე და მიმდებარე ტერიტორიაზე „ფონურ მაჩვენებლებს შეესაბამება“. კალინინის ატომური ელექტროსადგური ქალაქ უდომლიას ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

მსოფლიოში ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში საწვავის ღირებულება მცირდება

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს და არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 80 აშშ დოლარს მიაღწია, საქართველოში საწვავის ღირებულება მცირდება. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასების საშუალო თვიური შემცირება 1.87%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 6.55%- ით შემცირდა და ...

Read More »

უნგრეთსა და კომპანია „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის გაფორმების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს

უნგრეთსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მან აგრეთვე დაადასტურა ინფორმაცია საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის გამოძახების შესახებ. „შემიძლია დავადასტურო. უკრაინის საგარეო უწყება სარკისებურად იძახებს კიევში მყოფ უნგრელ ელჩს, რათა ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოვხატოთ – გაზის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის გვერდის ...

Read More »

ევროპის ენერგოკრიზისი პრობლემებს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის

ზამთარში მსოფლიო სავარაუდოდ გაიგებს, რამდენად არის დამოკიდებული გლობალური ეკონომიკა ბუნებრივ აირზე. მსოფლიო ცდილობს ქვანახშირზე უარის თქვას და სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადავიდეს. სახლების გასათბობად და ინდუსტრიების სამუშაოდ ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან დამოკიდებული ბუნებრივ აირზე, ვიდრე ოდესმე. თუმცა, პანდემიის შემდგომი აღდგენისა და ამოწურული მარაგების შესავსებად მსოფლიოს საკმარისი ბუნებრივი აირი არ აქვს. ქვეყნები ცდილობენ მარაგების შევსებას, თუმცა ექსპორტიორები, როგორიცაა რუსეთი, ბუნებრივი აირს მარაგის სახით ინარჩუნებს. ...

Read More »

Goldman Sachs–მა ნავთობის ფასების 90 დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა

ნავთობის ფასი გაიზრდება 90 დოლარამდე/ბარელზე მოთხოვნილების გაზრდისა და მიწოდების შემცირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი’ ავრცელებს. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ნავთობის მნიშვნელოვანი ზრდა იწინასწარმეტყველეს, გაზარდეს ფასის პროგნოზი 80 დოლარიდან  90 დოლარამდე/ბარელზე 2021 წლის ბოლოსთვის. ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოთხოვნილება იზრდება, ხოლო ამავდროულად მიწოდება მცირდება: “იდა” და “ნიკოლასის” ქარიშხლების გამო, რომლებმაც იყო აშშ-ში მექსიკის ყურეში, ნავთობის წარმოების უდდიდესი წილი შეჩერებულ იქნა რამდენიმე კვირის ...

Read More »

„ნამოხვანზე უარის თქმა ქვეყნის ტრაგედიაა – მოსახლეობა რომ ებრძვის და ხელისუფლება ამას არ უპირისპირებს დასაბუთებულ წინამძღვრებს, ეს არის დიდი ტკივილი“

„ენკას“ გადაწყვეტილებით, საქართველოში „ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება. კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. სპეციალისტების ერთი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს ჰესი ქვეყნისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. სწორედ ეს ნაწილი აცხადებს, რომ სახელომწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მისი აშენება იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან არ გაუშვას. „კარგად ვიცი, რა არის ...

Read More »

პირველად ისტორიაში ევროპაში გაზის ფასმა $1000 გადააჭარბა

პირველად ისტორიაში, ევროპაში გაზის ფასი ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 1000 კუბურ მეტრზე 1000 აშშ დოლარს აჭარბებს. ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე  1031,3 აშშ დოლარს შეადგენს. გაზის ფასების  ზრდა 11%-ს აღემატება. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად ...

Read More »

“ენერგეტიკული აპოკალიფსი” დიდ ბრიტანეთში

ენერ­გე­ტი­კუ­ლი კო­ლაფ­სი ნელ-ნელა ბე­ბერ, კე­თილ ინ­გლი­სამ­დეც მი­ვი­და – ის, რაც ადრე მხო­ლოდ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ნა­ხა, ახლა “ნის­ლი­ან ალ­ბი­ონ­შიც“ მოხ­და: ქვე­ყა­ნა­ში ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა – და­ი­წყო “სა­ბენ­ზი­ნო აპო­კა­ლიფ­სი“ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ­წი­ლად “ბრექ­სი­ტის” შე­დე­გია. ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის შე­ნო­ბის წინ, 2020 წლის 31 იან­ვარს ჩა­მო­იხ­სნა ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა, რი­თაც ფორ­მა­ლუ­რად დას­რულ­დე­ბა კავ­შირ­ში ბრი­ტა­ნე­თის ყოფ­ნის ორ­მოც­დაშ­ვიდ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია და რო­გორც იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, და­ი­წყო “პოსტბერ­ქსი­ტი”, ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტი შეიძლება უკეთესი პირობებით განხორციელდეს”

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ. ...

Read More »