ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ.
რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პროტესტის ძირითადი საგანი ინვესტორისთვის 99 წლით მიწის სარგებლობაში გადაცემა და გარემოსდაცვითი საკითხები იყო.
„ენკა“ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. კომპანიამ გეგმის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა.