“ენერგეტიკული აპოკალიფსი” დიდ ბრიტანეთში

ენერ­გე­ტი­კუ­ლი კო­ლაფ­სი ნელ-ნელა ბე­ბერ, კე­თილ ინ­გლი­სამ­დეც მი­ვი­და – ის, რაც ადრე მხო­ლოდ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ნა­ხა, ახლა “ნის­ლი­ან ალ­ბი­ონ­შიც“ მოხ­და: ქვე­ყა­ნა­ში ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა – და­ი­წყო “სა­ბენ­ზი­ნო აპო­კა­ლიფ­სი“ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ­წი­ლად “ბრექ­სი­ტის” შე­დე­გია.

ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის შე­ნო­ბის წინ, 2020 წლის 31 იან­ვარს ჩა­მო­იხ­სნა ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა, რი­თაც ფორ­მა­ლუ­რად დას­რულ­დე­ბა კავ­შირ­ში ბრი­ტა­ნე­თის ყოფ­ნის ორ­მოც­დაშ­ვიდ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია და რო­გორც იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, და­ი­წყო “პოსტბერ­ქსი­ტი”, რომ­ლის დრო­საც 1 – ლი თე­ბერ­ვლი­დან ა. წ. დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე ლონ­დო­ნი და ბრი­უ­სე­ლი ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე შე­ჯერ­დე­ბოდ­ნენ, ბრი­ტა­ნელ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს მი­ე­ცე­მო­დათ ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი. ამა­სო­ბა­ში მხა­რე­ებს უნდა გა­ე­მარ­თათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვაჭ­რო­ბის, სა­ბა­ჟო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის, თევ­ზჭე­რის წე­სე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი მთლად მარ­ტი­ვად არ წა­რი­მარ­თა…

  • გრძე­ლი რი­გე­ბი ბენ­ზი­ნის­თვის

მე­ო­თხე დღეა ინ­გლი­სის 8 ათა­სი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი­დან უმე­ტე­სო­ბა საწ­ვა­ვის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის: გზის გას­წვრივ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი რი­გე­ბია, რაც მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებს. ზო­გი­ერთ ბენ­ზინ­სად­გურ­ზე სა­ა­თო­ბით ლო­დი­ნის გამო სი­ტუ­ა­ცია ისე მწვავ­დე­ბა, რომ მძღო­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუ­ბი მოს­დით და ისი­ნი არც სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს არ ინ­დო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე გა­მოჩ­ნდა ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ იმა­რა­გებს ზო­გი­ერ­თი ბრი­ტა­ნე­ლი შე­სა­ბა­მი­სი ჭურ­ჭლით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბენ­ზინს. ასე­თი ფაქ­ტის შემ­ყუ­რე სხვა მძღო­ლებს ბრა­ზი­სა­გან “გული უს­კდე­ბათ“ – მი­დის ცემა-ტყე­პა და გი­ნე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პო­ლი­ცი­ამ მძღო­ლებს მო­უ­წო­და, რომ პა­ნი­კა­ში არ ჩა­ვარ­დნენ და სად­გუ­რე­ბის სა­ცა­ვე­ბი­დან მთელ ბენ­ზინს “ნუ ამო­წო­ვენ“….

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრობ­ლე­მამ საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ ბევრ ექიმს და მე­დი­ცი­ნის სხვა მუ­შა­კებს კლი­ნი­კე­ბამ­დე მის­ვლა არ შე­უძ­ლია, ხოლო სკო­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ-რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დნენ (თუმ­ცა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რაა გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც მთავ­რო­ბამ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ა­სუს­ტა). მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და­ეგ­ზავ­ნათ: “რად­გა­ნაც პე­და­გო­გებს სკო­ლა­ში მის­ვლა უჭირთ, რად­გა­ნაც სიძ­ნე­ლე­ე­ბია შექ­მნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­შიც, არ გა­მოვ­რი­ცხავთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ვა­რი­ანტზე გა­დას­ვლას“.

ლონ­დო­ნის მერ­მა სა­დიყ ხან­მა განა­ცხა­და, რომ ასე­უ­ლო­ბით ტაქ­სის­ტი და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ორ­შა­ბათს სა­მუ­შა­ოდ ვერ გა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ავ­ზებ­ში ბენ­ზი­ნის ჩას­ხმა ვერ მო­ხერ­ხდა. ზო­გი­ერ­თე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ მან­ქა­ნე­ბი შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვე­ბი­ნათ.

მთავ­რო­ბა, თა­ვის მხრივ, აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბენ­ზი­ნი საკ­მა­რი­სია და ამი­ტომ მისი ზედ­მე­ტად, “ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­სათ­ვის“ ჩას­ხმა სა­ჭი­რო არ არის. “საწ­ვა­ვი იმ­დე­ნია, რომ ყვე­ლას ეყო­ფა, დე­ფი­ცი­ტი არ არის“, – გა­ნა­ცხა­და ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა გრანტ შაპს­მა. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დიახ, ბენ­ზი­ნი მარ­თლაც არის, მაგ­რამ პრობ­ლე­მას სულ სხვა მი­ზე­ზი აქვს: საქ­მე იმა­შია, რომ ბენ­ზი­ნის ბენ­ზო­გა­სა­მართ სად­გუ­რამ­დე მი­ტა­ნა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია. რა­ტომ, არ იკი­თხავთ? თურ­მე ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს, კერ­ძოდ, British Petroleum-ს, EG Group-ს და Shell-ს ბენ­ზინმზი­დე­ბის მძღო­ლე­ბი არ ჰყოფ­ნით.

  • მთე­ლი ევ­რო­პის მძღო­ლე­ბო, ბრი­ტა­ნეთ­ში შე­ერ­თდით!

დიდი ბრი­ტა­ნე­თის კონ­სერ­ვა­ტორ­თა მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც 2020 წლის “ბრექ­სი­ტის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი­დან სა­მუ­შაო ძა­ლის შე­მოს­ვლა აკ­რძა­ლა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ საწ­ვა­ვის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პი­დან დრო­ე­ბი­თი ვი­ზე­ბით სას­წრა­ფოდ მი­ეწ­ვია 5 ათა­სი მძღო­ლი, რო­მელ­თა წილი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბრექ­სი­ტამ­დე და პან­დე­მი­ამ­დე, ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის სეგ­მენ­ტში არ­სე­ბით წილს შე­ად­გენ­და. ვი­ზე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა 2021 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დეა.

“ჩვენ არ გვინ­და, რომ კვლავ და­მო­კი­დე­ბულ­ნი ვი­ყოთ უცხო­ურ სა­მუ­შაო ძა­ლა­ზე, ამი­ტო­მაც ვი­ზე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა მხო­ლოდ შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დეა. ვცდი­ლობთ ეს ძვე­ლი პრობ­ლე­მა რო­გორ­მე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­დავ­ჭრათ“, – აცხა­დებს ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი. მისი გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტრომ ასი ათა­სო­ბით ინ­გლი­სელს – ყო­ფილ ბენ­ზინმზიდ მძღო­ლებს თხოვ­ნა გა­უგ­ზავ­ნა, რომ ისი­ნი ყო­ფილ სამ­სა­ხურს დრო­ე­ბით და­უბ­რუნ­დნენ და კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ.

რი­ტე­ი­ლე­რე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან ამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ბრი­ტა­ნეთს 100 ათა­სამ­დე მძღო­ლი აკ­ლია და 5 ათა­სი მძღო­ლის მიწ­ვე­ვა, რო­გორც იტყვი­ან, “ზღვა­ში წვე­თია“, გან­სა­კუთ­რე­ბით შობა-ახა­ლის წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის წინ.

  • დამ­ნა­შა­ვე მხო­ლოდ “ბრექ­სი­ტია”?

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტვირთგა­დამ­ზიდ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (RNA) აზ­რით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ის წარ­მოქ­მნა დიდი ბრი­ტა­ნე­თის ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლის ბრა­ლია, რომ­ლის შე­დე­გად პრო­ფე­სი­უ­ლი მძღო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლის­მა მძი­მე­წო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 72 ათა­სი მძღო­ლი და­კარ­გა, რომ­ლე­ბიც “ბრექ­სი­ტის” შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­ში წა­ვიდ­ნენ.

სხვა­თა შო­რის, BBC – სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა გრანტ შაპს­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტვირთგა­დამ­ზიდ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პო­ზი­ცია და მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უსაყ­ვე­დუ­რა: “რა­ტომ თე­სავთ თქვე­ნი ნათ­ქვა­მით ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კას? ბენ­ზინმზი­დე­ბის მძღოლ­თა დე­ფი­ცი­ტი ჩვენ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და რაღა ახლა მო­გინ­დათ ამის თქმა? ისიც ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ექ­ვსი უდი­დე­სი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა გვაქვს, ისი­ნი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბენ და საწ­ვა­ვის 47 სა­ცავ­ში ბენ­ზი­ნი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით არის“. თა­ვის მხრივ, ასო­ცი­ა­ცი­ამ მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არას­წო­რად და უად­გი­ლოდ მი­იჩ­ნია.

ისე, კაც­მა რომ თქვას, “ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს“ და მძღო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი მხო­ლოდ ბენ­ზი­ნის გა­და­ზიდ­ვას არ ეხე­ბა. ეს სი­ტუ­ა­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვე შე­იმ­ჩნე­ვა, რი­თაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის ინ­დუსტრია და­ზა­რალ­და: კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ტა­ნა მწარ­მო­ებ­ლი­დან სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბამ­დე და ქსე­ლურ რეს­ტორ­ნე­ბამ­დე ძა­ლი­ან ფერ­ხდე­ბა.

სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის (ფუ­რე­ბის) მძღო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას: ძი­რი­თა­დი ამ მი­ზე­ზე­ბი­დან არის მძღოლ­თა გას­ვლა პენ­სი­ა­ში, მძღოლ­თა ხელ­ფა­სე­ბი­დან გა­და­სა­ხა­დე­ბის დაქ­ვით­ვის ახა­ლი სის­ტე­მა, ხელ­ფა­სის მო­ცუ­ლო­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა შრო­მის მძი­მე პი­რო­ბებ­თან, უკვე ნახ­სე­ნე­ბი “ბრექ­სი­ტი”, კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია და ა.შ.

  • ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის როლი ბენ­ზი­ნით მო­მა­რა­გე­ბის საქ­მე­ში

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სას­წრა­ფო ზო­მებს იღებს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­თან არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სის შე­წყვე­ტი­სა და გზებ­ზე შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. პო­ლი­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე უნდა გა­ნი­ხი­ლონ სა­კი­თხი არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ სამ­ხედ­რო­ებ­მა ბენ­ზინმზი­დე­ბი ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი­დან ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­მა­დე მი­ა­ცი­ლონ. სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უკვე არ­სე­ბობს ოპე­რა­ტი­უ­ლი გეგ­მა კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით Escalin. ინ­გლი­სე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, სხვა­თა შო­რის, ბენ­ზინმზი­დე­ბის სა­ჭე­საც მი­უჯ­დე­ბი­ან.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუ რამ­დე­ნი დრო და­ჭირ­დე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას და მათ გაგ­ზავ­ნას ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. არის მო­საზ­რე­ბა, რომ “ოპე­რა­ცია Escalin“-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას დრო ერთ კვი­რამ­დე და­ჭირ­დე­ბა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში იმე­დი აქვთ, რომ მა­ნამ­დე საწ­ვავ­ზე ბრი­ტა­ნე­ლებს შო­რის აჟი­ო­ტა­ჟუ­რი მო­თხოვ­ნა ჩა­წყნარ­დე­ბა და სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply