პირველად ისტორიაში ევროპაში გაზის ფასმა $1000 გადააჭარბა

პირველად ისტორიაში, ევროპაში გაზის ფასი ICE ბირჟაზე ვაჭრობისას 1000 კუბურ მეტრზე 1000 აშშ დოლარს აჭარბებს.

ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე  1031,3 აშშ დოლარს შეადგენს.

გაზის ფასების  ზრდა 11%-ს აღემატება.

ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

Leave a Reply