Goldman Sachs–მა ნავთობის ფასების 90 დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა

ნავთობის ფასი გაიზრდება 90 დოლარამდე/ბარელზე მოთხოვნილების გაზრდისა და მიწოდების შემცირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი’ ავრცელებს.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ნავთობის მნიშვნელოვანი ზრდა იწინასწარმეტყველეს, გაზარდეს ფასის პროგნოზი 80 დოლარიდან  90 დოლარამდე/ბარელზე 2021 წლის ბოლოსთვის.

ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოთხოვნილება იზრდება, ხოლო ამავდროულად მიწოდება მცირდება: “იდა” და “ნიკოლასის” ქარიშხლების გამო, რომლებმაც იყო აშშ-ში მექსიკის ყურეში, ნავთობის წარმოების უდდიდესი წილი შეჩერებულ იქნა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Leave a Reply