ჩინეთში ელექტროენერგიის დეფიციტია

ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში ელექტროენერგიის ნაკლებობა ქვანახშირის მარაგების დეფიციტმა გამოიწვია. გამონაბოლქვის რაოდენობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მწარმოებლებისა და ინდუსტრიის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ რეკორდულად გაზარდა ქვანახშირის ფასი.

გასული კვირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მრავალ რეგიონში პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება. ქალაქების  მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დენი სულ უფრო ხშირად და დიდი ხნით ეთიშებათ.

27 სექტემბერს სახელმწიფო ენერგოკორპორაციამ განაცხადა, რომ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს და თავიდან აიცილებს დენის მიწოდების შეწყვეტას.

წყარო: report.ge

Leave a Reply