Author Archives: energy

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

რამდენი დღითაც დავაგვ­იანებთ ხუდონჰესის აშენებას, იმდენად უფრო პრობლემატური გაგვიხდება შემდგომი წლები. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, გია არაბიძემ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის ტარიფებზე და აღნიშნა, რომ თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას, ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას. “მას შემდეგ, რაც ლარის გაცვლითი კურსი შეიცვალა, რამე პროდუქციაზე საქართველოში ფასი შემცირდა? ელექტროენერგიაც პროდუქტია და მისი ფასიც უნდა ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

თურქეთში, ირანის საზღვრის სიახლოვეს გაზსადენი ააფეთქეს. ტერორისტული აქტი აგრის პროვინციაში ირანის საზღვრიდან 15 კილომეტრში მოხდა. „გაზსადენის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ლიკვიდირებული იყო. მილის შეკეთების შემდეგ გაზის მიწოდება აღდგება“, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია ყველა ზომა ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივი აირით სხვა წყაროებიდან უზრუნველსაყოფად. სააგანეტო Anadolu-ს ცნობით, ამ დღეეებში ასევე თავდასხმა ...

Read More »
ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო 4 თვის მინიმუმზეა

ნავთობის გაიაფება დინამიკაში გრძელდება. ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ ბარელზე 47 დოლარზე ჩამოსვლით ბოლო 4 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. დაიკლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმაც 2%-ით და მისმა ფასმა ღირებულებამ ბარელზე 53 დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების დინამიკას მოპოვების არაადექვატურ მაჩვენებლებს და შესაბამისი მოთხოვნის არ არსებობას უკავშირებენ. ბეიკერ ჰაგისის ინფორმაციით ამერიკამ მოპოვების მაჩვენებელი გასულ კვირაში ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო: სამწუხაროა როდესაც მედიასაშუალება დეზინფორმაციას ავრცელებს

ენერგეტიკის სამინისტრო: სამწუხაროა როდესაც მედიასაშუალება დეზინფორმაციას ავრცელებს

სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება  ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და მოქალაქეები შეყავს შეცდომაში.  27 ივლისს „რუსთავი2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი –  მოსახლეობისთვის  ბუნებირვი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული  და  ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი  განცხადებების მიუხედავად ტელეკომპანია “რუსთავი 2“  კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას ...

Read More »
კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება. როგორც „კომერსანტს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განუცხადეს, ისინი არ აპირებენ სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას. კომპანიაში ამბობენ, რომ 2013 წელს ტარიფების შემცირება კახეთს არ შეხებია და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ტარიფების გაზრდის აუცილებლობის წინაშე არ დგაგან. ენერგოდისტრიბუციაში არ გამორიცხავენ,  რომ კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკს რამდენიმე თვის შემდეგ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ამ ეტაპზე ვერც ამაზე ...

Read More »
გარემოს დაცვის სამინისტროს როლი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში

გარემოს დაცვის სამინისტროს როლი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში

რა ევალება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს? სანამ ჰესის პროქტი აშენების ეტაპზე გადავა, ამისთვის შესაბამისი ნებართვები სჭირდება გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მზადდება, რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს არსებული სიტუაციის შეფასებას, ეკოლოგიური კუთხით. მინისტრის მოადგილე „ახალ გაზეთთან“ საუბარში დეტალურად განმარტავს, რა პროცედურებს გადის ჰესის პროექტი გარემოს და ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი -ის უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა და აქ მიღებული გადაწყვეტილებები ბაზარზე არეულობის გამომწვევი გახდა. სწორედ, ამის გამო საწვავის ფასებმა ექვსწლიან მინიმუმს მიაღწია.მიმდინარე კვირაში ოპეკი –ის წარმომადგენლები ვენაში შეხვედრას გამართავენ, სადაც განიხილავენ თუ რამდენად წარმატებულია სტრატეგია, რომელმაც ნავთობის ბაზარზე გადატრიალება მოახდინა.ოპეკი –ის წლევანდელი შეკრების მიზანი ბაზარზე წონასწორობის დაბრუნება და ფასების დასტაბილურებაა. აღნიშნულ შეხვედრაზე 12-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ნავთობის მსოფლიო მარაგის ...

Read More »
ირანი მსოფლიო ეკონომიკაში დასაბრუნებლად ემზადება

ირანი მსოფლიო ეკონომიკაში დასაბრუნებლად ემზადება

ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას უახლოესი სამი თვის განმავლობაში ელოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters–ი ინდუსტრიის მინისტრზე მოჰამედ რეზა ნემათზადზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ირანისათვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში ბაზარი ირანული ნავთობის მოზღვავებას ელოდება, რაც “შავ ოქროზე” ფასების კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას ქმნის. მინისტრი სანავთობო კონტრაქტების განახლებასთან დაკავშირებით ირანსა და ევროპაში სპეციალური კონფერენციების გამართვას არ გამორიცხავს. ნემათზაჰედი ამბობს, ...

Read More »
რატომ არის ქვეყნისთვის აუცილებელი ჰესების მშენებლობა?!

რატომ არის ქვეყნისთვის აუცილებელი ჰესების მშენებლობა?!

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ერთ-ერთი მწვავე დისკუსიის საგანს წარმოადგენს. ენერგეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება უნდა მოხდეს, გარემოსდამცველები აქცენტს მდგრად ენერგეტიკაზე აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ  გარემოზე ზემოქმედება დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას.ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა, ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის. ენერგეტიკის სამინისტროს ...

Read More »
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება

აგვისტოში მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, აგვისტოში ორ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოში გაზის მიწოდება შეფერხდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, მილსადენების რეაბილიტაცია ერთდროულად არ იგეგმება, ეს არის გეგმური სამუშაოები, რომელის მრავალი წელია, ჩვეულებრივად ხორციელდება. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო ...

Read More »