ენერგეტიკის სამინისტრო: სამწუხაროა როდესაც მედიასაშუალება დეზინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ენერგეტიკის სამინისტრო: სამწუხაროა როდესაც მედიასაშუალება დეზინფორმაციას ავრცელებს

სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება  ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და მოქალაქეები შეყავს შეცდომაში.  27 ივლისს „რუსთავი2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი –  მოსახლეობისთვის  ბუნებირვი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული  და  ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი  განცხადებების მიუხედავად ტელეკომპანია “რუსთავი 2“  კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და  მოსახლეობის შეცდომაში შეყავნას.  მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი  უწყების პოზიციით არ ინტერესდება.

მოგახსენებთ, რომ  მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად,  მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. “შაჰ-დენზის” სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებირვი აირით მოარაგება ”ყაზახის” ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო  ”ყაზახის” მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების  პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნბრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას,  “შაჰ-დენიზის” მილსადენი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ  მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით  გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშაოები  ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მითუმეტეს არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა. საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია „რუსთავი-2“-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმააცია  გადაამოწმონ უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

Leave a Reply