ნავთობის გაიაფება დინამიკაში გრძელდება. ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ ბარელზე 47 დოლარზე ჩამოსვლით ბოლო 4 თვის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. დაიკლო ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმაც 2%-ით და მისმა ფასმა ღირებულებამ ბარელზე 53 დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსები ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების დინამიკას მოპოვების არაადექვატურ მაჩვენებლებს და შესაბამისი მოთხოვნის არ არსებობას უკავშირებენ. ბეიკერ ჰაგისის ინფორმაციით ამერიკამ მოპოვების მაჩვენებელი გასულ კვირაში 700 ათას ბარელამდე გაზარდა. ამასთან ივლისის თვეში დღეში სამი მილიონი ბარელით არის გაზრდილი ნავთობის ექსპორტი ერაყიდან, რომელიც ოპეკის ქვეყნების რიგირ მეორე უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის ტიტულს ფლობს.
მოპოვების არაადექვატური მაჩვენებლების გარდა ნავთობის გაიაფებაზე გავლენა გუშინ ჩინეთის აქციების ფასის ერთბაშად 8%-იანმა ვარდნამ იქონია. ანალიტიკოსების განცხადებით, ჩინეთის ბირჟას ერთდღიანი ვარდნის ასეთი შედეგი ბოლო 8 წელია არ ახსოვს.
ამ გარემოებების პარალელურად ნავთობის ბაზარზე მომუშავე ტრეიდერებმა ამ კუთხით ხანგრძლივი პოზიციების დადებისგან თავი შეიკავეს.„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან. ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1064 ნიშნულთან მიმდინარეობს. შემცირდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,5546 ნიშნულთან მიმდინარეობს.
დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 123,60 ნიშნულთან მიმდინარეობს. ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია: ოქროზე ფასმა დაიკლო 0.11 %-ით და ვაჭრობა 1095.20 ნიშნულთან მიმდინარეობს. დაიკლო ვერცხლის ფასმა 0.10-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.59 ნიშნულთან მიმდინარეობს. ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1.20%-ით და ბარელზე შეადგინა 46.82 დოლარი.
Admiral Market Georgia