კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება

კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ელექტროენერგია არ გაძვირდება. როგორც „კომერსანტს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განუცხადეს, ისინი არ აპირებენ სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას.

კომპანიაში ამბობენ, რომ 2013 წელს ტარიფების შემცირება კახეთს არ შეხებია და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ტარიფების გაზრდის აუცილებლობის წინაშე არ დგაგან.

ენერგოდისტრიბუციაში არ გამორიცხავენ,  რომ კომერციული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდის თხოვნით სემეკს რამდენიმე თვის შემდეგ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ამ ეტაპზე ვერც ამაზე საუბრობენ.

მათი თქმით, მართალია, დოლარის კურსის გამყარებამ ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი გაზარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2013–ში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით,კახეთში დენის ტარიფი არ შემცირებულა, ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ დგას.

როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. დღგ-ს ჩათვლით კი, მომხმარებელს დაახლოებით, 3,95 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

Commersant.ge

 

Leave a Reply